ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

კახა კალაძე: თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა

კახა კალაძე: თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ე.წ. რი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ე.წ. რი…

"დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება მესაკუთრე კომპანიამ მიიღო, ხოლო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

"ეს არის კერძო საკუთრება. შენობა წლების განმავლობაში იყო მძიმე მდგონარეობაში, აბსოლუტურად უფუნქციო და ნაგვის ბუდედ ქცეული. კერძო მესაკუთრემ მიიღო დემონტაჟის გადაწყვეტილება. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური როდესაც გასცემს დემონტაჟის ნებართვას, ყველა არქიტექტურულ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან ამ პროცესს თავისი წესები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იყო საქართველოს მთავრობის განკარგულება დემონტაჟის შესახებ, ეს ყველაფერი თანხმდებოდა წესების მიხედვით და საბოლოოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან ერთად გავეცით ნებართვა.

ზოგადად, შენობის ვიზუალი გემოვნების საკითხია, თუმცა არსებულ სივრცეში არანაირად არ ჯდებოდა. კერძო მესაკუთრემ კი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს მისი დემონტაჟი და ახალი პროექტი განხორციელდეს. დემონტაჟის შემდეგ, მესაკუთრე ახალ პროექტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტში და ვიმსჯელებთ, თუ როგორ განვითარდება ეს ტერიტორია. ჯერ არანაირი წინადადება არყოფილა შემოტანილი. როგორც კი ეს მოხდება, ამას საზოგადოებაც გაიგებს. საკმაო მნიშვნელობის მქონე ადგილია და პროექტიც გარემოს უნდა შეესაბამებოდეს. დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იყო შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ, თბილისის მერის თქმით: "თქვენ ძალიან ხშირად აპელირებთ ამ თემაზე. მე მინდა თქვენ დაგისვათ შეკითხვა - რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ 2011 წელს განხორციელებული ამხელა მასშტაბის პროექტი მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე სოციალური ფონი იდგა და უამრავი პრობლემა არსებობდა? რაღაც გაუაზრებელი პროექტისთვის 75 მილიონის დახარჯვა სწორი იყო? ეს იყო ხალხის ფული".

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს