ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

კახა კალაძე ეუთო-ს მხარდაჭერილ რეზოლუციაზე: ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ რაიმე არგუმენტებზე დაყრდნობით კეთდება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები ან მიღებული რეზოლუციები, სიცრუით და ცილისწამებით იფუთება ეს ყველაფერი​

კახა კალაძე ეუთო-ს მხარდაჭერილ რეზოლუციაზე: ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ რაიმე არგუმენტებზე დაყრდნობით კეთდება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები ან მიღებული რეზოლუციები, სიცრუით და ცილისწამებით იფუთება ეს ყველაფერი​
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ ორგანიზაც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ ორგანიზაც…

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ ორგანიზაციის საქმიანობის ობიექტურობა.

"ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ რაიმე არგუმენტებზე დაყრდნობით კეთდება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები ან მიღებული რეზოლუციები. სიცრუით და ცილისწამებით იფუთება ეს ყველაფერი. გულდასაწყვეტია, რომ ამ ტიპის რეზოლუციას იღებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ეუთოა. მიჩვეულები ვიყავით ევროპარლამენტარების მხრიდან არანაირი ფასის მქონე რეზოლუციებს. ამ კონკრეტულ რეზოლუციის შინაარსსაც თუ ვნახავთ, მივხვდებით, რომ სიცრუეს ეფუძნება. როგორ უნდა მოიწვიოს განვითარებულმა ქვეყანამ ამ ტიპის ორგანიზაცია არჩევნების დასაკვირვებლად", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ევროპული სტანდარტი, სანამ მსოფლიოს ე.წ დიფ სთეითი მართავს.

"არ არსებობს არანაირი ევროპული სტანდარტი. შეხედეთ, რა ხდება მსფლიოში - ვისაც აქვს ძალა, ის იღებს გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა სულელური იყოს ის. არ მაქვს იმის ილუზია, რომ რაიმე შეიცვლება ან განსხვავებული დამოკიდებულება იქნება ამაზე. სამწუხაროდ, მსოფლიოში არაფორმალური მმართველობა, ე.წ. დიფ სთეითი ბატონობს, რომელიც უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოსთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს