ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც მან უპასუხა შეკითხვას ამერიკული გამოცემის Washington Examiner სტატ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც მან უპასუხა შეკითხვას ამერიკული გამოცემის Washington Examiner სტატ…

"ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც მან უპასუხა შეკითხვას ამერიკული გამოცემის Washington Examiner სტატიის შესახებ, რომ თითქოს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტპატიმრებით ვაჭრობს.

თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები კი არა, დამნაშავეები გვყავს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდნენ.

"რა შუაშია ვაჭრობა? ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. ჩვენ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებსაც ჩადენილი დანაშაულის გამო აქვთ სასჯელი მიღებული. 4 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რომ რევოლუციას აწყობდნენ. მანამდე სახელმწიფო გადატრიალების მთელი კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული. 4 ოქტომბერს კი ცდილობდნენ, ეს ყველაფერი სისრულეში მოეყვანათ. თუმცა, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვა და პრევენციული ღონისძიებები გატარდა. ისინი არიან დამნაშავეები, რომლებიც პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ, "მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, ცოცხლად დაწვას უპირებდნენ და ა.შ.

რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენი პოზიცია ბევრჯერ გვაქვს დაფიქსირებული. დასამალი არაფერი გვაქვს. აბსოლტურად ღია ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ ჰქონდა აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეს კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შესწევს ძალა, ის არასამართლიანი ურთიერთობა მარტივად გამოასწოროს", - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს