ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

თენგიზ შარმანაშვილი – ეუთო-ს დასკვნიდან ის გამომდინარეობს, რომ ლამის საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია, ამას არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ ამბობენ, რა თქმა უნდა, გავლენის ქვეშ არიან

თენგიზ შარმანაშვილი – ეუთო-ს დასკვნიდან ის გამომდინარეობს, რომ ლამის საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია, ამას არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ ამბობენ, რა თქმა უნდა, გავლენის ქვეშ არიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეუთო-სთან შემდგომი ურთიერთობა განპირობებული იქნება მათ მიერ გადმოდგმული ნაბიჯებით. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეუთო-სთან შემდგომი ურთიერთობა განპირობებული იქნება მათ მიერ გადმოდგმული ნაბიჯებით. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მი…

ეუთო-სთან შემდგომი ურთიერთობა განპირობებული იქნება მათ მიერ გადმოდგმული ნაბიჯებით. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადი ინტერესია ის, 2028 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირიდან დამკვირვებლები იქნებიან თუ არა.

„ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ურთიერთობა გვექნება და იმედია, ისინი რეალისტურ ნაბიჯებს გადმოდგამენ და სამართლიანი დამოკიდებულება იქნება. ასე თუ იქნება, ჩვენი მხრიდან ჩვენი საპასუხო ნაბიჯები არ დააყოვნებს. თქვენ არ წარმოიდგინოთ, რომ „დიფ სთეითი“ ვიწრო დაჯგუფებაა. უზარმაზარი საფინანსო და პოლიტიკური გავლენების მქონე დაჯგუფებებია. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ისინი სხვადასხვა სახის საპარლამენტო ასამბლეაზე ზეწოლას ახდენენ. პარლამენტებზე გავლენები აქვთ. ეუთო-ს დასკვნაში საქართველოს თაობაზე გაცილებით ნაკლები სიმძაფრეა, ვიდრე თუნდაც, ჩვენს სამეზობლოში ჩატარებულ არჩევნებზე. ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებთანაც კი. ცალსახად იყო ნათქვამი, რომ არჩევნები შემდგარი იყო. ახლა ორი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი გაეყალბებინათ. მათი დასკვნიდან ის გამომდინარეობს, რომ ლამის საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია. ამას ორი წლის შემდეგ ამბობენ. რა თქმა უნდა, გავლენის ქვეშ არიან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს