ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

მიხეილ სააკაშვილი – „ნაცმოძრაობა“ შეიქმნა, მათ შორის უკანონო მშენებლობებზე, ეკოლოგიის დაზიანებაზე რეაგირებისთვის, ახლა ტელესტუდიებიდან კომენტარებით ვიფარგლებით, ეს არ მომწონს და ამას ვცვლით

მიხეილ სააკაშვილი – „ნაცმოძრაობა“ შეიქმნა, მათ შორის უკანონო მშენებლობებზე, ეკოლოგიის დაზიანებაზე რეაგირებისთვის, ახლა ტელესტუდიებიდან კომენტარებით ვიფარგლებით, ეს არ მომწონს და ამას ვცვლით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაცმოძრაობა“ თავის დროზე შეიქმნა, მათ შორის უკანონო მშენებლობებსა და ეკოლოგიის დაზიანებაზე რეაგირებისთვის, ახლა კი, ჯერ კიდევ ტელესტუდიებიდან კომენტარებით ვიფარგლებით. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ამას ვცვლით, – ამის შესახე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაცმოძრაობა“ თავის დროზე შეიქმნა, მათ შორის უკანონო მშენებლობებსა და ეკოლოგიის დაზიანებაზე რეაგირებისთვის, ახლა კი, ჯერ კიდევ ტელესტუდიებიდან კომენტარებით ვიფარგლებით. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ამას ვცვლით, – ამის შესახე…

„ნაცმოძრაობა“ თავის დროზე შეიქმნა, მათ შორის უკანონო მშენებლობებსა და ეკოლოგიის დაზიანებაზე რეაგირებისთვის, ახლა კი, ჯერ კიდევ ტელესტუდიებიდან კომენტარებით ვიფარგლებით. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ამას ვცვლით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, მშენებლობები რომ საფრთხეს შეიცავდა მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, დიდი ხანია, ცნობილი იყო.

„ქოცებს აქამდე მწარედ ხვდებოდათ გულზე ჩემი კადრები, რომელიც ასახავს, როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობის დროს. ჩემს მისაბაძად და საკუთარი მონაწილეობის კადრების ჩასაწერად გაცვივდნენ თელავში, მაგრამ ჩემი მიბაძვა თუ მართლა სურთ ივანიშვილის ზოოპარკის ბინადრებს, უნდა მომბაძონ მთავარში – არ მოიპარონ და ქრთამი არ აიღონ, მაგრამ მაშინ ხომ ქოცები აღარ იქნებიან. არადა, აქ მოიპარეს ფული, რომელიც გამოყოფილი იყო დამბების გაწმენდაზე და აიღეს ქრთამები სამშენებლო ნებართვის გაცემაზე, იქ სადაც მშენებლობა არ შეიძლება. ვინაიდან, ამასთანავე, უვიცები არიან, უბრალოდ ვერ გათვალეს, რომ სამშენებლო ნორმების დარღვევა შეიცავდა რეალურ საფრთხეს. ასე კორუფცია, უვიცობა და ესე იგი, ქოცობა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

ამავე დროს, არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არშესრულებას. მშენებლობები რომ საფრთხეს შეიცავდა მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, დიდი ხანია, ცნობილი იყო. რატომ არ ატეხეს მანამდე ერთი ამბავი, რატომ დაელოდნენ, რომ უბედურება მომხდარიყო და შემდეგ სატელევიზიო კომენტატორებად?

თავის დროზე, „ნაცმოძრაობა“ შეიქმნა, მათ შორის უკანონო მშენებლობებსა და ეკოლოგიის დაზიანებაზე რეაგირებისთვის, ახლა კი, ჯერ კიდევ ტელესტუდიებიდან კომენტარებით ვიფარგლებით. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ამას ვცვლით.

ამავე დროს, გამაოგნებელია დიქტატორის მსახურების თავხედობა – ისე, ნერვის გატოკების გარეშე ამბობენ, სამშენებლო ნებართვები არასწორად გაიცაო, გეგონება, მაშინაც ივანიშვილის ხალხმა არ გასცა ის ნებართვები და ახლაც ივანიშვილის დავალებით არ გაიცა „არაბული ქალაქების“ ნებართვები, რომლებიც კატასტროფულ საფრთხეს უქმნიან ეკოლოგიასა და მოსახლეობას“, – წერს სააკაშვილი.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს