ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

გოგა ხაინდრავა "ფორმულასთან" დავაზე: სადაც დამნაშავეებად გამოყვანილია პრემიერი, შს მინისტრი, სუსის უფროსი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ლაპარაკი სამოქალაქო პროცესზე არ შეიძლება. ამან განაპირობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა

გოგა ხაინდრავა "ფორმულასთან" დავაზე: სადაც დამნაშავეებად გამოყვანილია პრემიერი, შს მინისტრი, სუსის უფროსი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ლაპარაკი სამოქალაქო პროცესზე არ შეიძლება. ამან განაპირობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას დაევალა ეთერში გასული მასალის უარყოფა, რომელშიც გამოხატული იყო ხაინდრავას მიმართ პატივისა და ღირსების შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას დაევალა ეთერში გასული მასალის უარყოფა, რომელშიც გამოხატული იყო ხაინდრავას მიმართ პატივისა და ღირსების შ…

გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას დაევალა ეთერში გასული მასალის უარყოფა, რომელშიც გამოხატული იყო ხაინდრავას მიმართ პატივისა და ღირსების შემლახავი ცილისწამება. "ფორმულას" ასევე დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.

საქმე ეხება რამდენიმე სიუჟეტს, რომლებიც, გოგა ხაინდრავას განცხადებით, მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას და ცილისწამებას შეიცავდა.

ხაინდრავას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ მის საქმეზე გავრცელებული ბრალდებების უსაფუძვლობა დაადასტურა. მისივე თქმით, საქმე სისხლის სამართლის მიმართულებით სწორედ იმის გამო განვითარდა, რომ ბრალდებები სახელმწიფო უწყებებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც იყო წაყენებული, ხოლო ცილისწამებაში მონაწილე პირებმა შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

"სიცრუე, ბოროტი ცილისწამება, რომელიც გავრცელებული იყო, მთლიანად იყო უარყოფილი. ბუნებრივია, რომ ეს საქმე გაცდა სამოქალაქო პროცესს, იმიტომ, რომ იქ, სადაც დამნაშავეებად არის გამოყვანილი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სუსის უფროსი, სუსის თანამშრომლები და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, იქ ლაპარაკი სამოქალაქო პროცესზე არ შეიძლება. ამან განაპირობა, რომ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ვფიქრობ, რომ ეს განაჩენი კიდევ ერთხელ განამტკიცებს იმის სისწორეს, რომ ყველა ეს დამნაშავე უნდა დაისაჯოს. მე მინდა გითხრათ, რომ ამაზე დიდი დანაშაული, ეს არის ხშირ შემთხვევაში მკვლელობის ტოლფასი, როდესაც შენ ადამიანს ასე ცილს სწამებ", - აცხადებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა.

ტელეკომპანია "ფორმულას" იურისტის განცხადებით კი, დაცვის მხარე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს