ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ნიკა გვარამია – ე.წ. რიყის დოქები 75 მილიონი დაჯდა, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ არ მივცეთ ფუქსასის ქმნილების დანგრევის შესაძლებლობა, თავს ნუ მოვიჭირთ მსოფლიოს წინაშე

ნიკა გვარამია – ე.წ. რიყის დოქები 75 მილიონი დაჯდა, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ არ მივცეთ ფუქსასის ქმნილების დანგრევის შესაძლებლობა, თავს ნუ მოვიჭირთ მსოფლიოს წინაშე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მსოფლიო არქიტექტურის უახლესი პერიოდის მარგალიტია ე.წ. რიყის დოქები, ვინმე „კერძო მესაკუთრე“ 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მსოფლიო არქიტექტურის უახლესი პერიოდის მარგალიტია ე.წ. რიყის დოქები, ვინმე „კერძო მესაკუთრე“ 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამი…

მსოფლიო არქიტექტურის უახლესი პერიოდის მარგალიტია ე.წ. რიყის დოქები, ვინმე „კერძო მესაკუთრე“ 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მიოსივე თქმით, ე.წ. რიყის დოქები გამოჩენილი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის პროექტია.

„მსოფლიო არქიტექტურის უახლესი პერიოდის მარგალიტია ე.წ. რიყის დოქები. 75 მილიონი ლარი დაჯდა მისი აშენება და გამოჩენილი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის პროექტია. ვინმე „კერძო მესაკუთრე“ 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, თან მსოფლიო არქიტექტურის მიღწევად რომ ფასდება სხვადასხვა გავლენიანი არქიტექტურული გამოცემების მიერ, უფრო ძვირფასს რას აშენებს? ან რა უფლებით ანგრევს? ივანიშვილის, ამ პატარა ჰეროსტრატეს, გემოვნებით და პირადი სიძულვილით ნაკარნახევი გადაწყვეტილბებით მცხოვრები საზოგადოება ვართ. და თუ არ ვართ, არ უნდა დავუშვათ ეს ბარბაროსობა!

ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ არ მივცეთ ფუქსასის გამორჩეული ქმნილების დანგრევის შესაძლებლობა! არ დავაზიანებინოთ დედაქალაქი! თავს ნუ მოვიჭირთ მსოფლიოს წინაშე, და ნუ ვაფიქრებინებთ ყველას, რომ ბარბაროსები ვართ“, – წერს გვარამია.

ცნობისთვის, თბილისში, რიყის პარკში მდებარე ე.წ. დოქების დემონტაჟი იგეგმება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება მესაკუთრე კომპანიამ მიიღო, ხოლო მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს