ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ბიძინა გიორგობიანი საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებზე: ჩვენ წარმოვადგინეთ მათივე საჯარო განცხადებები, რომელსაც მოჰყვა კონკრეტული ქმედება

ბიძინა გიორგობიანი საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებზე: ჩვენ წარმოვადგინეთ მათივე საჯარო განცხადებები, რომელსაც მოჰყვა კონკრეტული ქმედება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი გრძელდება. სასამართლოზე კითხვებს უკვე უპასუხეს ვატო შაქარიშვილმა, ლევან ნიკოლეიშვილმა და ბიძინა გიორგობიანმა. 8 პოლიტიკოსს ბრალი სხვადასხვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი გრძელდება. სასამართლოზე კითხვებს უკვე უპასუხეს ვატო შაქარიშვილმა, ლევან ნიკოლეიშვილმა და ბიძინა გიორგობიანმა. 8 პოლიტიკოსს ბრალი სხვადასხვ…

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი გრძელდება. სასამართლოზე კითხვებს უკვე უპასუხეს ვატო შაქარიშვილმა, ლევან ნიკოლეიშვილმა და ბიძინა გიორგობიანმა.

8 პოლიტიკოსს ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის არის საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.

პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" პოლიტიკური მდივნის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, სასამართლოზე წარადგინეს საჯარო განცხადებები, რომლებსაც კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები მოჰყვა.

"საქართველოში ეწეოდნენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, საბოტაჟს, მუშაობაში ხელის შეშლას, ახდენდნენ ძალადობრივი აქციების ორგანიზებას და ეს ძალადობრივი აქციები შემდეგ გადაიზარდა სამოქალაქო შეტაკებებში სამართალდამცავებთან. ჩვენს მიერ იქნა წარმოდგენილი მათვე საჯარო განცხადებები, რომელსაც მოჰყვა კონკრეტული ქმედება. ეს განცხადებები შემდეგ გადაიზარდა ქმედებაში, რომელი ქმედებებიც ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიითაც და შემსწრე იყო მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა იმ საშინელების, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს