ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ზურა ჯაფარიძე საბოტაჟის საქმეზე გამართულ პროცესზე: ჰყვებიან, რომ ქვეყანაში არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ - პოლიტიკოსები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი, ვინც რუსთაველზე დგანან

ზურა ჯაფარიძე საბოტაჟის საქმეზე გამართულ პროცესზე: ჰყვებიან, რომ ქვეყანაში არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ - პოლიტიკოსები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი, ვინც რუსთაველზე დგანან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი გრძელდება. სასამართლოზე კითხვებს უკვე უპასუხეს ვატო შაქარიშვილმა, ლევან ნიკოლეიშვილმა და ბიძინა გიორგობიანმა. "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი გრძელდება. სასამართლოზე კითხვებს უკვე უპასუხეს ვატო შაქარიშვილმა, ლევან ნიკოლეიშვილმა და ბიძინა გიორგობიანმა. "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლი…

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი გრძელდება. სასამართლოზე კითხვებს უკვე უპასუხეს ვატო შაქარიშვილმა, ლევან ნიკოლეიშვილმა და ბიძინა გიორგობიანმა.

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, პროცესზე ითქვა, რომ ქვეყანაში არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილიც არიან პოლიტიკოსები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი, ვინც რუსთაველზე დგას.

"ჰყვებიან, რომ ქვეყანაში არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ - პოლიტიკოსები, მედია, პლუს არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი ვინც რუსთაველზე დგას. ამბობენ, რომ ეს არის რაღაც გაშლილი, დიდი ქსელი და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ხდებოდა რუსთაველზე, ეგ იყო კონსტიტუციური წესრიგის დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

8 პოლიტიკოსს ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის არის საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს