ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

შალვა პაპუაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: ჯო უილსონის დონეზე, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზე არის დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა

შალვა პაპუაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: ჯო უილსონის დონეზე, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზე არის დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ღირებულებებს აცდენილ დასკვნას უწოდებს. მისი თქმით, გამოჩნდა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზეა დასუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ღირებულებებს აცდენილ დასკვნას უწოდებს. მისი თქმით, გამოჩნდა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზეა დასუ…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ღირებულებებს აცდენილ დასკვნას უწოდებს.

მისი თქმით, გამოჩნდა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზეა დასული.

"რაც შეეხება თავად რეზოლუციას, რეზოლუციით ეუთომ გააყალბა თავისივე დასკვნა, ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე წერია რეზოლუციაში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამ დასკვნით, აღმოჩნდა, რომ ჯო უილსონის დონეზე არის დასული, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზე არის დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ღირებულებებს აცდენილი რეზოლუცია, რომელმაც უპირველეს ყოვლისა, ძირი გამოითხარა ქართველი ხალხის თვალში ეუთოს მიმართ ნდობას.

ჩვენ ყველას მიმართ გვაქვს ეს დამოკიდებულება, რომ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ როდესაც ერთის მხრივ, საკუთარ თავს აზიანებენ აქ ჩვენ უძლური ვართ. როდესაც ქართველ ხალხს თავად აჩვენებენ, რომ არიან ქართველი ხალხის მიმართ მტრული და არა მეგობრული განწყობების მქონე ჯგუფების გავლენის ქვეშ, აქ ჩვენ მათ ვერაფერს ვერ ვუშველით. ამიტომ, ეუთომ თავად უნდა იზრუნოს რომ საკუთარი რეპუტაცია გამოასწოროს." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს