ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვლაქერნობას! გამორჩეული ქვეყანა ვართ, გვერგო პატივი ვიყოთ უფლის კვართის და ასევე ღვთისმშობლის კვართის მცველი ერი

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვლაქერნობას! გამორჩეული ქვეყანა ვართ, გვერგო პატივი ვიყოთ უფლის კვართის და ასევე ღვთისმშობლის კვართის მცველი ერი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას კათოლიკოს პატრიარქი ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას კათოლიკოს პატრიარქი ა…

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს.

შალვა პაპუაშვილმა მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქვეყნისთვის რწმენისა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა

"ვულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვლაქერნობას! გამორჩეული ქვეყანა ვართ, ჩვენ გვერგო პატივი ვიყოთ უფლის კვართის და ასევე ღვთისმშობლის კვართის მცველი ერი, ეს არის დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც, რომ ჩვენ ვიყოთ ქრისტიანული ღირებულების სადარაჯოზე.

ის რაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს საუკუნეების მანძილზე, ჩვენს რწმენასთან ერთად ის ღირებულებები რაც დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია, სწორედ ამ ღირებულებების გაფრთხილება და ამ ღირებულებების სადარაჯოზე ყოფნა არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა.

მე მიხარია, რომ დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად, პარლამენტის წევრებთან ერთად მომეცა შესაძლებლობა რომ დავსწრებოდი ზუგდიდის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ის განწყობა, რომელიც დღეს ზუგდიდშია და ის განწყობა, რომელიც დღეს ზუგდიდში იყო არის საოცარი. ის უცხოელი სტუმრები, სასულიერო თუ საერო პირები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის 1700 წლის დღესასწაულის აღნიშვნას. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული წელი იმისთვის, რომ სრულად გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც ამ წმინდა კვართის მცველ ერს გააჩნია,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

საგანგებოდ დღესასწაულისთვის ზუგდიდში ჩასულია იერუსალიმის საპატრიარქოს მიტროპოლიტი.

წირვის დაწყებამდე დადიანების ისტორიული სასახლის საცავიდან ღვთისმშობლის წმინდა კვართი გამოაბრძანეს.

სასულიერო პირების და მრევლის მონაწილეობით შედგა მსვლელობა. მომლოცველებმა გაიარეს ქალაქის მთავარი გამზირი და წმინდა სამოსელი - ივერიის ღვთისმშობლის ხატი საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს