ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ნიკოლოზ მეტრეველი გვარამიას განცხადებაზე: თუნდაც უკრაინის აღდგენაზე ტრილიონები დაიხარჯოს, ეს არ იქნება ქველმოქმედება - საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიძლება დაეფუძნოს იმ ვარაუდს, რომ ოდესღაც, შესაძლოა, სადღაც ტრილიონები დაიხარჯოს

ნიკოლოზ მეტრეველი გვარამიას განცხადებაზე: თუნდაც უკრაინის აღდგენაზე ტრილიონები დაიხარჯოს, ეს არ იქნება ქველმოქმედება - საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიძლება დაეფუძნოს იმ ვარაუდს, რომ ოდესღაც, შესაძლოა, სადღაც ტრილიონები დაიხარჯოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის აღდგენა არ იქნება ქველმოქმედება, არამედ საერთაშორისო ტენდერებისა და კონკურენციის პროცესი. თუ ქართულ კომპანიებს ექნებათ რესურსი, გამოცდილება და კონკურენტული უპირატესობა, მონაწილეობას მიიღებენ. თუ არ ექნებათ, ვერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის აღდგენა არ იქნება ქველმოქმედება, არამედ საერთაშორისო ტენდერებისა და კონკურენციის პროცესი. თუ ქართულ კომპანიებს ექნებათ რესურსი, გამოცდილება და კონკურენტული უპირატესობა, მონაწილეობას მიიღებენ. თუ არ ექნებათ, ვერ…

უკრაინის აღდგენა არ იქნება ქველმოქმედება, არამედ საერთაშორისო ტენდერებისა და კონკურენციის პროცესი. თუ ქართულ კომპანიებს ექნებათ რესურსი, გამოცდილება და კონკურენტული უპირატესობა, მონაწილეობას მიიღებენ. თუ არ ექნებათ, ვერ მიიღებენ. ეს არ არის საკითხი, ვინ „მიასუნინებს“ და ვინ არა, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მის აღსადგენად გამოყოფილ ტრილიონებთან საქართველოს "არ მიასუნინებენ".

მეტრეველი გვარამიას განცხადებას უნამუსო გამოსვლას უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიძლება დაეფუძნოს იმ ვარაუდს, რომ ოდესღაც, შესაძლოა, სადღაც ტრილიონები დაიხარჯოს.

"ნიკა გვარამიას მორიგი უნამუსო გამოსვლის შესახებ.

ჯერ ერთი, ვინ თქვა, რომ ომი მალე დასრულდება? ეს არ იციან არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში, არც კიევში და არც მოსკოვში. მაშინ გვარამიამ საიდან იცის, რომ ომი მალე დასრულდება?

მეორე, ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ომი აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით დასრულდება? ამ ომის შედეგს ვერავინ წინასწარ ვერ განსაზღვრავს. შეიძლება დასრულდეს შეთანხმებით, ზავით, გაყინული კონფლიქტით ან კიდევ სხვა სცენარით. ოპოზიციის განცხადებები, რომ უკრაინასთან მალე საქართველოს საერთო საზღვარი ექნება, მხოლოდ გიჟური პოლიტიკური პროპაგანდაა.

მესამე, თუნდაც უკრაინის აღდგენაზე ტრილიონები დაიხარჯოს, საქართველოს ვინ რას უკრძალავს? უკრაინის აღდგენა არ იქნება ქველმოქმედება, არამედ საერთაშორისო ტენდერებისა და კონკურენციის პროცესი. თუ ქართულ კომპანიებს ექნებათ რესურსი, გამოცდილება და კონკურენტული უპირატესობა, მონაწილეობას მიიღებენ. თუ არ ექნებათ, ვერ მიიღებენ. ეს არ არის საკითხი, ვინ „მიასუნინებს“ და ვინ არა.

და ბოლოს, საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიძლება დაეფუძნოს იმ ვარაუდს, რომ ოდესღაც, შესაძლოა, სადღაც ტრილიონები დაიხარჯოს. ქვეყნის განვითარება მუდამ უნდა ეფუძნებოდეს საკუთარ ეკონომიკას, ინვესტიციებს, წარმოებას, ექსპორტს და ეროვნულ ინტერესებს, და არა უტოპიურ მომავლის პოლიტიკურ პროგნოზებს." - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს