ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

ბერდია სიჭინავა ეუთო-ს რეზოლუციაზე: არცერთი რეზოლუცია არ არის წმინდა წერილი, ყოველთვის შეიძლება რაღაც ნაწილის გაკრიტიკება

ბერდია სიჭინავა ეუთო-ს რეზოლუციაზე: არცერთი რეზოლუცია არ არის წმინდა წერილი, ყოველთვის შეიძლება რაღაც ნაწილის გაკრიტიკება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ინტერესებზე - მმართველი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ თავდასხმაზე საუბრობს. სახელისუფლებო პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ინტერესებზე - მმართველი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ თავდასხმაზე საუბრობს. სახელისუფლებო პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დ…

მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ინტერესებზე - მმართველი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ თავდასხმაზე საუბრობს.

სახელისუფლებო პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტი სიცრუითა და ცილისწამებით არის გაჯერებული.

ხელისუფლება დარწმუნებულია რომ ფარული ძალაუფლების მქონე გლობალურმა ძალებმა კოორდინირებულ პროცესში, ეუთოც ჩართეს და მათი მიზანი ქართველი ხალხის ნებასთან დაპირისპირებაა.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა კი აცხადებს, რომ რეზოლუციის პათოსი ქვეყანაში არსებულ რეალობას გამოხატავს, თუმცა, მისივე შეფასებით, რეზოლუციაშიც შესაძლებელია იყოს საკითხები, რაც მიუღებელია.

"რეზოლუციაში აღწერილია ფაქტობრივი მდგომარეობა. რაღაც ნაწილი შეიძლება ჩემთვის მისაღები იყოს, რაღაც ნაწილში კი რაღაც შეფასება დამაკლდეს, მაგრამ არცერთი რეზოლუცია არ არის წმინდა წერილი, ყოველთვის შეიძლება რეზოლუციის რაღაც ნაწილის გაკრიტიკება. რაღაც შეიძლება დაგაკლდეთ, მაგრამ პათოსი, რასაც ეს რეზოლუცია გამოხატავს, არის რეალობის გამომხატველი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს