ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ლევან მაჭავარიანი – წინასწარ ვაცხადებდით, რომ „ოპოზიციის ალიანსს“ მომავალი არ ექნებოდა, მათ ერთმანეთი სძულთ, გარე მითითება მიიღეს და ვალდებული იყვნენ, ფასადური დაჯგუფება ეჩვენებინათ

ლევან მაჭავარიანი – წინასწარ ვაცხადებდით, რომ „ოპოზიციის ალიანსს“ მომავალი არ ექნებოდა, მათ ერთმანეთი სძულთ, გარე მითითება მიიღეს და ვალდებული იყვნენ, ფასადური დაჯგუფება ეჩვენებინათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანის განცხადება. ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ ამ ალიანსს არანაირი მომავალი არ ექნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანმა კომენტარი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანის განცხადება. ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ ამ ალიანსს არანაირი მომავალი არ ექნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანმა კომენტარი…

ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანის განცხადება. ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ ამ ალიანსს არანაირი მომავალი არ ექნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „მოვიდა დრო, „ოპოზიციური ალიანსის“ ხელმომწერები ხელახლა შევიკრიბოთ და გადავიაზროთ, რას ვაკეთებთ, მეც მინდა, ვიცოდე, სად ვარ“.

მაჭავარიანის თქმით, „ოპოზიციურ ალიანსში“ არიან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი სძულთ და გარე მითითების გამო, ვალდებული იყვნენ, მოქალაქეებისთვის ფასადური დაჯგუფება ეჩვენებინათ.

„გარე დამკვეთების მხრიდან ეს იყო კარგად გათვლილი ნაბიჯი, რომ მეტი აჟიოტაჟი, ქაოსი გამოეწვიათ სწორედ ამ დაჯგუფებაში, მოქალაქეების ყურადღება აქეთ ყოფილიყო გადატანილი და ამ დაჯგუფების, გაერთიანების მიღმა დაეტოვებინათ „ლელო“ და „გახარიას“ პარტია. 2025 წლიდან მოყოლებული, გარე პატრონები ცდილობენ, „ლელო“ და გახარია ჩვენი საზოგადოების თვალში გამიჯნონ „კოლექტიური ნაცებისგან“, კოლექტიური აგენტურული ქსელისგან, თითქოს ცალკე პარტიები არიან, რათა 2028 წელს ფსონი მათზე დადონ. რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯებით ჩვენს მოქალაქეებს შეცდომაში ვერ შეიყვანენ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს