ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ირაკლი ფავლენიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმები არ ჩერდება, ასეთ პირობებში ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ „ოპოზიციურ ალიანსში“ საქმიან ურთიერთობებზე

ირაკლი ფავლენიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმები არ ჩერდება, ასეთ პირობებში ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ „ოპოზიციურ ალიანსში“ საქმიან ურთიერთობებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმების გამო,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმების გამო,…

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმების გამო, „ოპოზიციურ ალიანსში“ საქმიანი გარემო არ არის შექმნილი.

ფავლენიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ზუსტად ვერ ისაუბრებს, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ალიანსის სხვა წევრებს შორის.

„ალიანსში საქმიანი გარემო არ იყო შექმნილი, გარკვეული, ასე ვთქვათ, თავდასხმების გამო, რომლებიც არ წყდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის ვართ თანამშრომლობისთვის განწყობილი, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, თუმცა როდესაც არ არის ასეთი გარემო, ვერაფერს გავხდებით ამ ეტაპზე. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებთან არ ვაპირებთ კომუნიკაციას. ვიცით, რა გამოწვევები არსებობს, რა მდგომარეობაა, ამიტომაც ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ და რანაირად გაგრძელდება ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ალიანსის სხვა წევრებს შორის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავდასხმები არ ჩერდება, გრძელდება. შეგიძლიათ, ყოველდღიურ რეჟიმში გადახედოთ, თუნდაც სოციალურ ქსელებში მათ პოსტებს. ასეთ პირობებში, როდესაც თავდასხმები არ წყდება, ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ საქმიან ურთიერთობებზე“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს