ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი ფავლენიშვილი – ომი არავის უნდა, საქართველოს რომ ჰქონდეს მეტი წვდომა დასავლეთის ეკონომიკურ სარგებლებთან, კარგი იქნებოდა, ამისთვის არანაირი ომი არ არის აუცილებელი

ირაკლი ფავლენიშვილი – ომი არავის უნდა, საქართველოს რომ ჰქონდეს მეტი წვდომა დასავლეთის ეკონომიკურ სარგებლებთან, კარგი იქნებოდა, ამისთვის არანაირი ომი არ არის აუცილებელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მივესალმებით ყველა ტიპის დახმარებას, რომელსაც უკრაინას გაუწევენ. რაც უფრო მეტ თანხას მიაწოდებენ უკრაინას, მხოლოდ და მხოლოდ გასახარი იქნება ჩემთვის და საქართველოს ყველა სხვა პატრიოტისთვის. უკრაინას რაც უფრო მეტად დაეხმარე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მივესალმებით ყველა ტიპის დახმარებას, რომელსაც უკრაინას გაუწევენ. რაც უფრო მეტ თანხას მიაწოდებენ უკრაინას, მხოლოდ და მხოლოდ გასახარი იქნება ჩემთვის და საქართველოს ყველა სხვა პატრიოტისთვის. უკრაინას რაც უფრო მეტად დაეხმარე…

მივესალმებით ყველა ტიპის დახმარებას, რომელსაც უკრაინას გაუწევენ. რაც უფრო მეტ თანხას მიაწოდებენ უკრაინას, მხოლოდ და მხოლოდ გასახარი იქნება ჩემთვის და საქართველოს ყველა სხვა პატრიოტისთვის. უკრაინას რაც უფრო მეტად დაეხმარებიან, ჩემთვის მისასალმებელი ფაქტია. ომი არავის არ უნდა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, საქართველოს რომ ჰქონდეს მეტი წვდომა დასავლურ ინვესტიციებთან და დასავლეთის ეკონომიკურ სარგებლებთან და „არანაირი ომი არ არის ამისთვის აუცილებელი“.

„გვარამიას განცხადება მე გავიგე ისე, რომ როდესაც საუბარი არის უკრაინის დახმარებაზე, მივესალმები ყველა შემთხვევაში უკრაინის დახმარებას. რაც უფრო სერიოზული იქნება დახმარება, მით უფრო მივესალმები. საქართველოს რომ ჰქონდეს უფრო მეტი წვდომა დასავლეთთან, დასავლურ ინვესტიციებთან, დასავლეთის ეკონომიკურ სარგებლებთან, კარგი იქნებოდა. ივანიშვილის ხელში ეს არის შეუძლებელი, არანაირი ომი არ არის აუცილებელი ამისთვის.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება, მან მაგალითი მოიყვანა, მას უნდა ჰკითხოთ. როცა ვსაუბრობთ უკრაინის დახმარებაზე, უკრაინის დახმარება გვიხარია. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ამაზე შეიძლება, პროპაგანდისტულად აგორდეს კამპანია. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოშიც მოსახლეობის რაღაც ნაწილი შეიძლება, არ იყოს უკრაინის მხარდამჭერი, რაც აბსოლუტურად მორალური კატასტროფაა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს