ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს მირატბერდი გაიპოვს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს მირატბერდი გაიპოვს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ მირატბერდი გაიპოვს უწყების საქმიანობა და მიმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ მირატბერდი გაიპოვს უწყების საქმიანობა და მიმ…

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ მირატბერდი გაიპოვს უწყების საქმიანობა და მიმდინარე პროგრამები გააცნო. მინისტრების შეხვედრისას, საუბარი შეეხო როგორც ჯანმრთელობის, ისე - სოციალური დაცვის მიმართულებებს.

მიხეილ სარჯველაძემ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თურქმენეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი პარტნიორობის გაძლიერების დასტურია.

მიხეილ სარჯველაძეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა მირატბერდი გაიპოვმაც.

შეხვედრაზე, მინისტრებმა, სხვადასხვა მიმართულებით, სამომავლო გეგმები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

თურქმენეთის დელეგაცია, პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს