ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

ირაკლი ზარქუა: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით შემოდგომაზე სქურის გზის დაგება იწყება

ირაკლი ზარქუა: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით შემოდგომაზე სქურის გზის დაგება იწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპარლამენტო დელეგაცია სქურის მაცხოვრის შობის ტაძარს ესტუმრა. პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპარლამენტო დელეგაცია სქურის მაცხოვრის შობის ტაძარს ესტუმრა. პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ა…

საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპარლამენტო დელეგაცია სქურის მაცხოვრის შობის ტაძარს ესტუმრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად უმასპინძლა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა წალენჯიხის კურორტ სქურის ხეობის განვითარებასა და დაგეგმილი გზის რეაბილიტაციაზე გაამახვილეს ყურადღება.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საგზაო პროექტის განხორციელება შემოდგომიდან დაიწყება.

"დღეს ვიმყოფებით სქურის ხეობაში.

პირადად უნდოდათ ენახათ ეს ხეობა, თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით შემოდგომაზე სქურის გზის დაგება იწყება. მემგონი, საქართველოში და მითუმეტეს პარლამენტში არ დარჩა ადამიანი, რომელიც არ გულშემატკივრობს სქურის გზის დაგებას და სქურის ხეობას. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა მათ რეგიონის მხარდაჭერისთვის,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს