ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

შალვა პაპუაშვილი: გასაოცარია ის კულტურული და ქრისტიანული მემკვიდრეობა, რომელიც ქართველებს გვაქვს, სქურის ეკლესია ცალკე გამოსარჩევია მისი არქიტექტურიდან გამომდინარე

შალვა პაპუაშვილი: გასაოცარია ის კულტურული და ქრისტიანული მემკვიდრეობა, რომელიც ქართველებს გვაქვს, სქურის ეკლესია ცალკე გამოსარჩევია მისი არქიტექტურიდან გამომდინარე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წალენჯიხის რაიონში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობასა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სქურის საეკლესიო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წალენჯიხის რაიონში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობასა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სქურის საეკლესიო…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წალენჯიხის რაიონში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობასა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სქურის საეკლესიო არქიტექტურა და თავად სქურის ხეობა, რომლის განვითარებისთვისაც სახელმწიფო აქტიურ ნაბიჯებს დგამს.

"გასაოცარი არის ის კულტურული და ქრისტიანული მემკვიდრეობა, რომელიც ქართველებს გვაქვს და რომელსაც ამ ეპარქიაში განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. სქურის ეკლესია კიდევ ცალკე გამოსარჩევია მისი არქიტექტურიდან გამომდინარე. იცით, რომ სქურში თავის დროზე არსებობდა კურორტი და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განვითარებისთვის გაკეთდეს ყველაფერი და, როგორც ცნობილია, იგეგმება სქურის გზის აღდგენა. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ გადაწყვეტილება გაახმოვანა, მათ შორის პარლამენტშიც, როდესაც მას ჰქონდა წლიური ანგარიშის წარდგენა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წალენჯიხა და ეს ხეობა ინფრასტრუქტურულად განვითარდეს",-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს