ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან მისიას, რომელსაც ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება ჰქვია

შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან მისიას, რომელსაც ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება ჰქვია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სულიერი კერაა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, - წერს ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სულიერი კერაა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, - წერს ს…

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სულიერი კერაა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც ის აღნიშნავს, საუკუნეების განმავლობაში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია რწმენის, განათლებისა და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.

,,პარლამენტის წევრებთან ერთად ვესტუმრეთ ეპარქიას, სადაც მეუფე გერასიმეს მასპინძლობით ტაძრები, მონასტრები და ეპარქიის ისტორიული სიწმინდეები მოვილოცეთ, ცაიში, კორცხელი, სქურის მამათა მონასტერი, წალენჯიხის დიდებული ტაძარი, საუკუნეების ისტორიის მქონე სავანე. ყოველი მათგანი ქრისტიანული რწმენის უწყვეტობისა და ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის ცოცხალი სიმბოლოა.

სწორედ ასეთი სიწმინდეები გვახსენებს იმ ღრმა ფესვებს, რომლებზეც დგას ქართული ქრისტიანული ტრადიცია და რომელსაც წელს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია იმითაცაა გამორჩეული, რომ სწორედ ამ მხარეში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ, ხოლო ცაიში საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა. საუკუნეების განმავლობაში ეს ეპარქია რწმენის, განათლებისა და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.

მადლობას ვუხდი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს გულთბილი მასპინძლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეპარქია მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან მისიას, რომელსაც ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება ჰქვია.

ღვთისმშობლის წყალობა ფარავდეს საქართველოს,“, - წერს პაპუაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს