ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ვითარდება აეროპორტების ინფრასტრუქტურა - ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ვითარდება აეროპორტების ინფრასტრუქტურა - ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება დაკავშირებადობის მიმართულებით - ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება დაკავშირებადობის მიმართულებით - ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება დაკავშირებადობის მიმართულებით - ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაკავშირებადობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

„ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, ერთი კონკრეტული მონაკვეთის გარდა. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია, რკინიგზის რესურსების გაძლიერება. ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და აქაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. აეროპორტების ინფრასტრუქტურა ვითარდება - ეს ეხება სამივე საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, რაც ხორციელდება ინფრასტრუქტურაში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ამასთან ერთად ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს შესაბამის ქვეყნებთან, ეს არის ჩვენი რეგიონის ქვეყნები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები. გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები ჩვენს სამ მეზობელ ქვეყანასთან, ეს არის აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ამ ყველაფერს აქვს საკვანძო როლი სწორედ დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მთავრობა აქტიურად მუშაობს შუა აზიის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე.

„მე მქონდა მარტო ბოლო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სამი ვიზიტი შუა აზიის სამ ქვეყანაში და ორი პრეზიდენტი ეწვია საქართველოს იმავე პერიოდში. ხუთივე ქვეყანასთან შუა აზიაში ჩვენ მაქსიმალურად ვაღრმავებთ ურთიერთობებს. პოტენციალი ძალიან დიდია და მთავარია, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს