ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი კობახიძე:ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება

ირაკლი კობახიძე:ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ს…

ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის გამოთქვამს იმედს, რომ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას.

„ქართველ ხალხს პირდაპირ ემტერებიან, მაგრამ არანაკლებ ემტერებიან მოლდოველ ხალხს და უკრაინელ ხალხს. მათ რომ ნდომოდათ მოლდოველი ხალხის დახმარება, დაეხმარებოდნენ მოლდოვის ეკონომიკას ფეხზე დადგომაში. არ გააკეთეს და ამის შედეგი ნახეთ რა არის - რეფერენდუმი წააგო ევროკავშირმა მოლდოვაში. მოლდოვის მაცხოვრებელი მოსახლეობის მხოლოდ 45%-მა დაუჭირა მხარი ევროინტეგრაციას. მოლდოველი ხალხიც ხედავს, რომ სინამდვილეში ხალხს არავინ ეხმარება და ამის შედეგია უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, რომელშიც არის გახვეული დღეს მოლდოვა. მოლდოვის პრეზიდენტმა წააგო არჩევნები და ბარიერი გადალახა მხოლოდ ემიგრანტების ხარჯზე. ანუ რეალურად ქვეყნის გარეთ ვინც ცხოვრობს, იმან მისცა ხმა, და ქვეყნის შიგნით ვინც ცხოვრობს, იმან არ დაუჭირა მხარი 50-ზე მეტი პროცენტით პრეზიდენტის არჩევას. მოლდოველი ხალხიც კი არ აინტერესებთ, რომელთანაც ფორმალურად მათ არ აქვთ არავითარი დაპირისპირება. ქართველ ხალხთან მათ უკვე გაფორმებული აქვთ დაპირისპირება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი ქართველ ხალხზე არავითარ შემთხვევაში არ ზრუნავენ.

თვითონ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვაც აჩვენებს, მათივე ჩატარებული გამოკითხვაც, რომ ევროპული სტრუქტურების მიმართ, ზოგადად ევროკავშირის მიმართ ნდობაც არის შემცირებული. ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება. განსაკუთრებით როცა ეკითხები ხალხს გამოკითხვებში, რას ფიქრობენ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებით - ნდობა არის დაახლოებით იმავე დონეზე, რაც არის NGO-ების მიმართ ნდობა. ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, დაახლოებით 15-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

ეს არის, იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხედავს საზოგადოება ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება. არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც, რაც კვლევებით დასტურდება, მათ შორის „ევრობარომეტრის“ კვლევებით, რაც ძალიან დასანანია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს