ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი კობახიძე: ალტერნატიული აზრისთვის ჩაკეტილია ევროპული მედია, მედიის კუთხით არის უმძიმესი მდგომარეობა, იმედი დავიტოვოთ, რომ რაღაც ეტაპზე გამოფხიზლდება ყველა ევროპაში და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება სუვერენული გადაწყვეტილების მიღება

ირაკლი კობახიძე: ალტერნატიული აზრისთვის ჩაკეტილია ევროპული მედია, მედიის კუთხით არის უმძიმესი მდგომარეობა, იმედი დავიტოვოთ, რომ რაღაც ეტაპზე გამოფხიზლდება ყველა ევროპაში და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება სუვერენული გადაწყვეტილების მიღება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მედიის კუთხით არის უმძიმესი მდგომარეობა, რეალურად, ალტერნატიული აზრისთვის ჩაკეტილია ევროპული მედია, კონკრეტული ქვეყნების მედია საშუალებებშიც არის ეს მდგომარეობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მედიის კუთხით არის უმძიმესი მდგომარეობა, რეალურად, ალტერნატიული აზრისთვის ჩაკეტილია ევროპული მედია, კონკრეტული ქვეყნების მედია საშუალებებშიც არის ეს მდგომარეობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

მედიის კუთხით არის უმძიმესი მდგომარეობა, რეალურად, ალტერნატიული აზრისთვის ჩაკეტილია ევროპული მედია, კონკრეტული ქვეყნების მედია საშუალებებშიც არის ეს მდგომარეობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

მისივე თქმით, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის ევროპულ მედიაში.

„მე მახსოვს, თავის დროზე, გერმანიაში როცა ვსწავლობდი 2002-დან 2006 წლამდე, ვუყურებდი ხოლმე გერმანულ ტელევიზიებს და აბსოლუტურად გახსნილი იყო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ახლა შეგიძლიათ ჩართოთ იგივე თოქ-შოუები, მათ შორის ხშირად იგივე წამყვანებით და აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის. ანუ, აქამდე მიიყვანეს საბოლოო ჯამში მედია სივრცე ევროპის მასშტაბით და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გამოფხიზლება ჭიანურდება. თორემ გამოფხიზლების დრო ყოველთვის იყო.

ეს 30 % ერთ წელიწადში არ ჩამოსულა 17.5 %-მდე. იყო რამდენიმე ვარდნა: პირველი იყო 2008 წლის შემდეგ, მეორე იყო 2013 წლის შემდეგ, მესამე – ახლა უკრაინაში მეორე ომის დაწყების შემდეგ. ეს ერთბაშად არ მომხდარა. მაგრამ რეალურად სივრცე არ არსებობს დისკუსიებისთვის.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სივრცეც გაიხსნება. ეს არის, რა თქმა უნდა, ზოგადი ოპტიმიზმი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც მომენტში ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს, ასე ხდება ხოლმე ზოგადად, თავისი საფეხურები აქვს ისტორიულ განვითარებას ნებისმიერ სივრცეში, იმედი დავიტოვოთ, რომ რაღაც ეტაპზე, რაღაც საფეხურზე გამოფხიზლდება ყველა ევროპაში და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება სუვერენული გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს