ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კობახიძე: დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოება, პარალელურად მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, სადაც მგზავრთნაკადი იქნება 20 მილიონი, მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის

ირაკლი კობახიძე: დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოება, პარალელურად მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, სადაც მგზავრთნაკადი იქნება 20 მილიონი, მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აეროპორტების მიმართულებით დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - შესაძლებლობების გაფართოება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში. მისივე თქმი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აეროპორტების მიმართულებით დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - შესაძლებლობების გაფართოება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში. მისივე თქმი…

აეროპორტების მიმართულებით დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - შესაძლებლობების გაფართოება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

მისივე თქმით, პარალელურად მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, რაც მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე აუცილებელია ქვეყნისთვის.

მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება დაუთმო რკინიგზის მოდერნიზაციას.

“ბათუმთან დაკავშირებით გრძელდება მოლაპარაკებები. ქუთაისთან დაკავშირებით აქტიურად წარიმართება სამუშაოები და დაახლოებით 5 მილიონს მიაღწევს მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. თბილისში ჩვენ დავიწყეთ უკვე არსებული აეროპორტის გაფართოება, რაც მგზავრთნაკადს გაზრდის 10 მილიონამდე წლის განმავლობაში და პარალელურად დაიწყება უკვე მომავალი წლის ბოლომდე ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, სადაც მგზავრთნაკადი იქნება უკვე 20 მილიონი. რაც მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის.

რკინიგზის მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა - რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნა როგორც მგზავრებისთვის, ისე ტვირთებისთვის. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის გადაადგილების დრო. ეს ყველაფერი ეკონომიკური თვალსაზრისითაც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს