ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი კობახიძე: გასული წლის ივნისიდან, როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები, მათ შორის საქართველოს მთავრობაში, ჩვენ გვქონდა გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას

ირაკლი კობახიძე: გასული წლის ივნისიდან, როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები, მათ შორის საქართველოს მთავრობაში, ჩვენ გვქონდა გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სადაც არის კორუფცია, იქ ზიანი ადგება ეკონომიკურ განვითარებასაც, შესაბამისად, მათ შორის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენ გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინების შენარჩუნების შესაძლებლობას, -…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სადაც არის კორუფცია, იქ ზიანი ადგება ეკონომიკურ განვითარებასაც, შესაბამისად, მათ შორის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენ გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინების შენარჩუნების შესაძლებლობას, -…

სადაც არის კორუფცია, იქ ზიანი ადგება ეკონომიკურ განვითარებასაც, შესაბამისად, მათ შორის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენ გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინების შენარჩუნების შესაძლებლობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

მთავრობის მეთაურის თქმით, გასული წლის ივნისიდან როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები მათ შორის საქართველოს მთავრობაში, იყო გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

„კორუფციის მაქსიმალურად აღმოფხვრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. გარდამტეხი წელი გვქონდა ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით თუ ავიღებთ გასული წლის ივნისიდან პერიოდს, როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები მათ შორის საქართველოს მთავრობაში, ჩვენ გვქონდა გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ყოველ ჯერზე ჩვენ მარტივ კითხვას ვუსვამთ ჩვენს ოპონენტებს, ზეპირად, ბრტყელი ფრაზებით საუბრობენ ხოლმე კორუფციაზე, მარტივ რამეს ვეკითხებით, ერთი ფაქტი მოიტანონ კორუფციასთან დაკავშირებით, რომელიმე მინისტრი თუ არის ჩართული კორუფციაში, რომელიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირი თუ არის ჩართული. დაბალ დონეზე მუდმივად არის საჭირო ბრძოლა კორუფციასთან და უამრავი კორუფციული დანაშაული ვლინდება, სამწუხაროდ ამას მოჰყვება ხოლმე ადამიანების დაკავება, დაპატიმრება და ასე შემდეგ, ეს არის მუდმივი პროცესი. მაღალ დონეზე კორუფცია არის აღმოფხვრილი . მარტივი ინდიკატორი გვაქვს - წარმოადგინონ ერთი ფაქტი, რომელიც უკავშირდება რომელიმე მინისტრს, მინისტრის მოადგილეს, სხვა მაღალ თანამდებობის პირს. ერთი კორუფციული ფაქტი და გვექნება მყისიერი რეაგირება. არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ, მაგრამ აგრძელებენ საუბარს ბრტყელი სიტყვებით.

გარდამტეხი ცვლილებები გვქონდა და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას. სადაც არის კორუფცია, იქ ზიანი ადგება ეკონომიკურ განვითარებასაც. შესაბამისად, მათ შორის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენ გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინების შენარჩუნების შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს