ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

მაკა ბოჭორიშვილი – საფრთხე კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათის იძენს, როცა დემოკრატიული მანდატის არმქონე პოლიტიკური აქტორები უცხოური დაფინანსებით მოქმედებენ, საქართველოს გამოცდილება ამ გამოწვევის თვალსაჩინო მაგალითია

მაკა ბოჭორიშვილი – საფრთხე კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათის იძენს, როცა დემოკრატიული მანდატის არმქონე პოლიტიკური აქტორები უცხოური დაფინანსებით მოქმედებენ, საქართველოს გამოცდილება ამ გამოწვევის თვალსაჩინო მაგალითია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში წამოწევისთვის. ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში წამოწევისთვის. ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებ…

მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში წამოწევისთვის. ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით იმყოფებოდა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მსოფლიოში რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით, თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა.

„საფრთხე კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს, როდესაც დემოკრატიული მანდატის არმქონე პოლიტიკური აქტორები, უცხოური დაფინანსებითა და გარე მხარდაჭერით მოქმედებენ. საქართველოს გამოცდილება ამ გამოწვევის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას. ასევე, გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ. არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და ამავე დროს ამ ინსტიტუტების რეპუტაციასა და სანდოობას ლახავს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ქმედებებს უფრო მძიმე შედეგებიც მოჰყვა – ხელი შეუწყო სახელმწიფოებსა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუარესებას, ნდობის შესუსტებას და საერთაშორისო თანამეგობრობაში არასაჭირო დაყოფების წარმოქმნას.

„ეს ყველა ჩვენგანს უნდა აწუხებდეს, რადგან პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის შეიძლება, გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით. ეს არის გამოწვევა ყველა იმ დემოკრატიისთვის, რომელიც საკუთარი ინსტიტუტების, სუვერენიტეტისა და თავისი ხალხის ნების დაცვის ერთგულია. ბატონო სახელმწიფო მდივანო, კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხს სათანადო ყურადღება დაუთმეთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს