ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

თორნიკე ჭეიშვილი ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლაზე: საქართველოს გამოცდილება არის ძალიან საინტერესო მონაწილე ქვეყნებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ სამწუხაროდ, ჩვენ, ჩვენს ქვეყანაში ვიხილეთ არაერთი ხელშესახები გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია პოლიტიკური ტერორიზმი, რასაც ჰქვია ექსტრემიზმი

თორნიკე ჭეიშვილი ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლაზე: საქართველოს გამოცდილება არის ძალიან საინტერესო მონაწილე ქვეყნებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ სამწუხაროდ, ჩვენ, ჩვენს ქვეყანაში ვიხილეთ არაერთი ხელშესახები გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია პოლიტიკური ტერორიზმი, რასაც ჰქვია ექსტრემიზმი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის…

ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური ტერორის კონტექსტში საინტერესოა მინისტერიალში მონაწილე ქვეყნებისთვის, ვინაიდან ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას სამწუხარო გამოცდილება აქვს.

„საქართველოს გამოცდილება არის ძალიან საინტერესო მონაწილე ქვეყნებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ სამწუხაროდ, ჩვენ, ჩვენს ქვეყანაში ვიხილეთ არაერთი ხელშესახები გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია პოლიტიკური ტერორიზმი, რასაც ჰქვია ექსტრემიზმი. დღეს საერთაშორისო ინსტიტუტების ერთგვარი ინსტრუმენტალიზაცია მოხდა იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია თითქოსდა ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობა პოლიტიკური ტერორისათვის. ეს სამწუხარო ფაქტია, სამწუხარო მოვლენაა. ამ თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ძალიან მობილიზებული და ყურადღებით“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს