ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

მამუკა მდინარაძე: ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს, ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები - სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები

მამუკა მდინარაძე: ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს, ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები - სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპა და ევროპული ევროკრატია არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ უკვე ქართველი ხალხისთვის, რომელმაც კარგად გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე მიმდინარე პერიოდში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპა და ევროპული ევროკრატია არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ უკვე ქართველი ხალხისთვის, რომელმაც კარგად გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე მიმდინარე პერიოდში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაც…

ევროპა და ევროპული ევროკრატია არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ უკვე ქართველი ხალხისთვის, რომელმაც კარგად გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე მიმდინარე პერიოდში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ევროპა ყოველთვის იყო ქართველის გონებაში ღირსება, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანობა, ქრისტიანული ტრადიციული კულტურა და ევრობიუროკრატია აბსოლუტურად განსხვავებულს აჩვენებს თავისი გადაწყვეტილებებით.

„რაც უფრო დიდხანს იქნება ასეთი დამოკიდებულება ევრობიუროკრატების მხრიდან, სამწუხაროდ, ევროპის მიმართ პატივისცემასაც ყავლი გასდის ევრობიუროკრატიის გამოისობით. ეს სამწუხაროა, ეს არ არის კარგი ამბავი. ისევე, როგორც, მაგალითად, საქართველოში რომ სააკაშვილის მმართველობა დიდხანს გაგრძელებულიყო, საქართველოს სინამდვილეში, მხოლოდ ვიღაცების თქმით, იქნებოდა დემოკრატიის შუქურა და სინამდვილეში სასაკლაო ხდებოდა ნელ-ნელა. უდანაშაულო ადამიანების, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი როგორია, სულ რომ დამნაშავე იყოს, ამ ადამიანების სასაკლაო ხდებოდა და რაც უფრო დიდხანს იქნებოდა მათი მმართველობა, მით უფრო გამძაფრდებოდა და მძაფრდებოდა დღითიდღე ეს ამბები. რაც უფრო მიწურულს იყვნენ მმართველობის, მით უფრო სასტიკი იყო ის რეჟიმი ადამიანების და საკუთარი სამშობლოს მიმართ. ვიღაცები ცდილობდნენ, რომ, სხვადასხვა გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, სააკაშვილი, მისი რეჟიმი და საქართველო ერთმანეთთან გაეეგივებინათ. დღესაც ვხედავთ ამას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს. ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები არის სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს