ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: მათხოვრობით გამდიდრება არასდროს ხდება ხოლმე, ჩვენ უნდა გავმდიდრდეთ ჩვენი შრომით

ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: მათხოვრობით გამდიდრება არასდროს ხდება ხოლმე, ჩვენ უნდა გავმდიდრდეთ ჩვენი შრომით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნიკა გვარამიას განცხადებას უკრაინის ომისშემდგომ დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპოზიციაშიც ეხმაურებიან. პარტია "გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, გვარამიას პოლიტიკით ფულის კეთების სურვილი ამოძრავებს და მის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნიკა გვარამიას განცხადებას უკრაინის ომისშემდგომ დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპოზიციაშიც ეხმაურებიან. პარტია "გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, გვარამიას პოლიტიკით ფულის კეთების სურვილი ამოძრავებს და მის…

ნიკა გვარამიას განცხადებას უკრაინის ომისშემდგომ დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპოზიციაშიც ეხმაურებიან. პარტია "გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, გვარამიას პოლიტიკით ფულის კეთების სურვილი ამოძრავებს და მისი წარმოდგენები ქვეყნის გამდიდრებაზე აბსურდულია, რადგან სახელმწიფოს წინსვლა შრომით მიიღწევა და არა მოწყალების თხოვნით.

"გვარამია ისე მიეჩვია ფულის კეთებას პოლიტიკით, რომ ყველგან ფულის კეთება უნდა. გასაგებია, რომ უკრაინას დაეხმარებიან და ბევრს დაეხმარებიან, მაგრამ უკრაინას დაეხმარებიან და რა - წილის მიღება უნდა იქიდან? ეს ხომ აბსურდულად გამოიყურება და ზოგადად, თუ ქვეყნის გამდიდრებაზე საუბრობ, მათხოვრობით გამდიდრება არასდროს არ ხდება ხოლმე - ჩვენ უნდა გავმდიდრდეთ ჩვენი შრომით. როგორც ჩანს, გვარამიას სხვანაირი წარმოდგენა აქვს ფულზე და ფულის შოვნაზე", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის - ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა აღდგენისთვის ტრილიონებს მიიღებს, საქართველო კი ამ დახმარების მიღმა დარჩება. აღნიშნულმა მტკიცებამ როგორც მმართველი გუნდის, ისე სხვა პოლიტიკური აქტორების კრიტიკა დაიმსახურა. პოლიტიკური ოპონენტები გვარამიას ომის ტრაგედიის მხოლოდ ფინანსურ ჭრილში განხილვასა და მანიპულაციაში ადანაშაულებენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს