ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშ…

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ვარლამ ლიპარტელიანმა მინისტრს ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგები გააცნო.

აღინიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში განსაკუთრებულად დიდია ინტერესი ქართული თეატრის მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეგიონებში თეატრის საგასტროლო და საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება. ხაზი გაესვა კულტურულ აქტივობებში ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდის მიზნით ერთობლივი ინიციატივებს განხორციელების საკითხს.

მინისტრმა ხელოვნების პოპულარიზაციის კუთხით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა და ახალგაზრდული ორგანიზაციას ინიციატივის აღსრულებაში სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ქართული სახელმწიფო თეატრალური დასები, პირველ ეტაპზე, გურიის რეგიონს ეწვევიან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდული პროექტების ერთობლივად განსახორციელებლად.

შეხვედრას სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა სვანიძე და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დავით ბოდაველი ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს