ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კობახიძე – ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკონომიკურ ჭრილში

ირაკლი კობახიძე – ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკონომიკურ ჭრილში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით გრძელდება, ჩვენ დღეს გავხსენით სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთი, მომავალი წლისთვის გაიხსნება უკვე მთლიანად ეს მაგისტრალი, რომელიც შეადგენს 5…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით გრძელდება, ჩვენ დღეს გავხსენით სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთი, მომავალი წლისთვის გაიხსნება უკვე მთლიანად ეს მაგისტრალი, რომელიც შეადგენს 5…

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით გრძელდება, ჩვენ დღეს გავხსენით სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთი, მომავალი წლისთვის გაიხსნება უკვე მთლიანად ეს მაგისტრალი, რომელიც შეადგენს 52 კილომეტრს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

„ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის სოციალური თვალსაზრისით – უფრო მეტად დააახლოებს ავტომაგისტრალი ერთმანეთთან ჩვენს დასახლებებს და გააადვილებს გადაადგილებას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის. ამასთან, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის მინისტრს“, – აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს