ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კობახიძე – ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება ან სიმბოლურ ფასად გადაცემა, მეწარმე სუბიექტები ობიექტებს გამჭვირვალე პირობებში ყიდულობენ

ირაკლი კობახიძე – ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება ან სიმბოლურ ფასად გადაცემა, მეწარმე სუბიექტები ობიექტებს გამჭვირვალე პირობებში ყიდულობენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არცერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არ ხდება სიმბოლურ ფასად, ყველაფერი გადის აუქციონზე და მეწარმე სუბიექტები კონკრეტულ, გამჭვირვალე პირობებში ყიდულობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არცერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არ ხდება სიმბოლურ ფასად, ყველაფერი გადის აუქციონზე და მეწარმე სუბიექტები კონკრეტულ, გამჭვირვალე პირობებში ყიდულობ…

ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არცერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არ ხდება სიმბოლურ ფასად, ყველაფერი გადის აუქციონზე და მეწარმე სუბიექტები კონკრეტულ, გამჭვირვალე პირობებში ყიდულობენ შესაბამის ობიექტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „საქართველოს“ გაყიდვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები მდარე მანიპულაციებს მიმართავენ.

„სამწუხაროა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები, ამ შემთხვევაში „მონიტორი“ და „ტვ პირველი“, ასეთ უხეშ მანიპულაციას ავრცელებენ. რელურად, არავითარი ფართის გასხვისება არ მომხდარა. ამ დოკუმენტებში ზედაპირულადაც კი ჩანდა, რომ დამატებით არაფერი გასხვისებულა. იყო აზომვით ნახაზებშ წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია, რეალური ფართის მოცულობა იყო განსხვავებული. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივად დაზუსტებულიყო, ფორმალურად გასხვისდა ეს ფართი, მხოლოდ ფორმალურად, არაფერი დამატებით არ გადასცემია კონკრეტულ სამეწარმეო სუბიექტს. ამას მოაყოლეს მთელი სპეკულაცია. უბრალოდ, სამარცხვინოა, როდესაც ასეთ ტყუილებს ავრცელებენ. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა პრივატიზაციასთან დაკავშირებით. ყველა ასეთი ტიპის შესაბამისი ქონებრივი ობიექტი გადის აუცილებლად აუქციონზე, არცერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით არცერთი ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიმბოლურ ფასად ქონების გასხვისება. ყველაფერი გადის აუქციონზე და კონკრეტულ, გამჭვირვალე პირობებში მეწარმე სუბიექტები ყიდულობენ შესაბამის ობიექტებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მდარე მანიპულაციებს მიმართავენ კონკრეტული მედიასაშუალებები, თუმცა ამას მიჩვეულები ვართ როგორც „მონიტორისგან“, ისე „ტვ პირველისგან““, – განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს