ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

ირაკლი ფავლენიშვილი – არანაირი არჩევნები არ არსებობს ქვეყანაში, ვიდრე გვაქვს მიდგომა, რომ მილიონამდე ადამიანს შეიძლება, აუკრძალონ აქტიური საარჩევნო უფლება

ირაკლი ფავლენიშვილი – არანაირი არჩევნები არ არსებობს ქვეყანაში, ვიდრე გვაქვს მიდგომა, რომ მილიონამდე ადამიანს შეიძლება, აუკრძალონ აქტიური საარჩევნო უფლება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც აძლევენ ხმას ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც აძლევენ ხმას ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს…

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც აძლევენ ხმას ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს.

ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა შეეხება ადამიანებს, რომელთა რაოდენობაც, ხელისუფლებისვე დათვლით, მილიონამდეა. ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში საბოლოოდ დაკანონდება ავტორიტარიზმი.

„საპარლამენტო არჩევნები კი არა, არანაირი არჩევნები არ არსებობს ამ ქვეყანაში, ვიდრე გვაქვს მიდგომები, რომ მილიონამდე ადამიანს შეიძლება, აუკრძალონ აქტიური საარჩევნო უფლება. პასიურ საარჩევნო უფლებას კი არ უზღუდავენ ამ ოთხი პარტიის წარმომადგენელს, არამედ ზღუდავენ იმ ადამიანებს, რომლებიც, მათივე დათვლით, არიან მილიონამდე, და როგორც წინა არჩევნებზე ჩანდა, აძლევენ ხმას ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას. დემოკრატიის ნიშანწყალიც კი აღარ იქნება ამ ქვეყანაში, საბოლოოდ იქნება დაკანონებული ავტორიტარიზმი. ეს იქნება წითელი ხაზი, მათ შორის დასავლეთისთვის და არანაირ ლეგიტიმაციაზე საუბარი აღარ იქნება არცერთ საარჩევნო პროცესზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს