ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

არჩილ გორდულაძე – ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო და იქნება მზაობა, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს პარტნიორული ურთიერთობა აშშ-თან, ამერიკის პრეზიდენტის წერილი ფრთხილი ოპტიმიზმით განგვაწყობს

არჩილ გორდულაძე – ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო და იქნება მზაობა, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს პარტნიორული ურთიერთობა აშშ-თან, ამერიკის პრეზიდენტის წერილი ფრთხილი ოპტიმიზმით განგვაწყობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენს გუნდსა და ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას შორის გაცხადებული თანხვედრაა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და მომავალშიც იქნება, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენს გუნდსა და ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას შორის გაცხადებული თანხვედრაა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და მომავალშიც იქნება, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც…

ჩვენს გუნდსა და ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას შორის გაცხადებული თანხვედრაა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და მომავალშიც იქნება, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც წარსულში მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე იყო დაწერილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილი დონალდ ტრამპის წერილიც „ქართულ ოცნებას“ ამ კუთხით ოპტიმიზმით განაწყობს.

„ამერიკის პრეზიდენტის წერილიც ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ეს ფრთხილი ოპტიმიზმით განგვაწყობს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები მუდმივად იყოს დაცული. ამავდროულად, გვესმის, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და ამ ინტერესების თანხვედრაში შესაძლებელია, საბოლოო ჯამში, პარტნიორული ურთიერთობა იყოს უზრუნველყოფილი, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის მადლობას გადაუხადა.ტრამპმა წერილში აღნიშნა: „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს