ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

პაატა მანჯგალაძე – არავითარი 4 ოქტომბრის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ

პაატა მანჯგალაძე – არავითარი 4 ოქტომბრის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რის გამო მასამართლებთ, რომ ხალხს მოვუწოდე, გამოდით მშვიდობიან აქციაზე? არავითარი ორგანიზატორი არ ვყოფილვარ, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა პაატა მანჯგალაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა. მანჯგალაძი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რის გამო მასამართლებთ, რომ ხალხს მოვუწოდე, გამოდით მშვიდობიან აქციაზე? არავითარი ორგანიზატორი არ ვყოფილვარ, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა პაატა მანჯგალაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა. მანჯგალაძი…

რის გამო მასამართლებთ, რომ ხალხს მოვუწოდე, გამოდით მშვიდობიან აქციაზე? არავითარი ორგანიზატორი არ ვყოფილვარ, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა პაატა მანჯგალაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „მისთვის ნათელი იყო, რომ ამ საქმის მიმართ პოლიტიკური ინტერესი არსებობდა“.

„ბატონო პროკურორო, რის გამო მასამართლებთ, რომ ხალხს მოვუწოდე, გამოდით მშვიდობიან აქციაზე? არავითარი ორგანიზატორი არ ვყოფილვარ. პაატა ბურჭულაძესთან ფოტო რომ მაქვს გადაღებული, ეგ დევს საქმეში მტკიცებულებად და ერთი წლის წინანდელი სამი სატელევიზიო განცხადება. სხვის განცხადებებს მაბრალებენ. შეიძლება, ფოტოს გადაღებით ადამიანი ორგანიზატორად იქცეს? აბსურდთან გვაქვს საქმე, რუანდის ქეისამდე მივედით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს