ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი ფავლენიშვილი – არასერიოზულია, ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ საქართველოსა და გერმანიას შორის დაძაბულობა, პრობლემა არ არის ფიშერი, პრობლემაა ივანიშვილის რეჟიმი და მისი ქმედებები

ირაკლი ფავლენიშვილი – არასერიოზულია, ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ საქართველოსა და გერმანიას შორის დაძაბულობა, პრობლემა არ არის ფიშერი, პრობლემაა ივანიშვილის რეჟიმი და მისი ქმედებები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პრობლემა არ გახლავთ არც პეტერ ფიშერი, არც ჯო იუილსონი, არც ის ადამიანები, ვინც, ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, დისკრედიტებული და დისკრიმინებული არიან ივანიშვილის რეჟიმის მიერ, პრობლემა გახლავთ თვითონ ივანიშვილის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პრობლემა არ გახლავთ არც პეტერ ფიშერი, არც ჯო იუილსონი, არც ის ადამიანები, ვინც, ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, დისკრედიტებული და დისკრიმინებული არიან ივანიშვილის რეჟიმის მიერ, პრობლემა გახლავთ თვითონ ივანიშვილის…

პრობლემა არ გახლავთ არც პეტერ ფიშერი, არც ჯო იუილსონი, არც ის ადამიანები, ვინც, ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, დისკრედიტებული და დისკრიმინებული არიან ივანიშვილის რეჟიმის მიერ, პრობლემა გახლავთ თვითონ ივანიშვილის რეჟიმი და მისი ქმედებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილმა კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან ინფორმაციის წაშლის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად, ილია დარჩიაშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მითითებული.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, არასერიოზულია, ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ საქართველოს და გერმანიას შორის დაძაბულობა.

„გერმანიასთან, ამერიკასთან და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობაში გადატვირთვის საფუძველი იქნება არა კონკრეტული ადამიანის, თუნდაც გადადგომა ელჩობიდან ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, არამედ რეალური ნაბიჯები, რომელთაც გადადგამს ივანიშვილი. გერმანიის და საქართველოს ურთიერთობაში გამამწვავებელი საკითხი არა ინდივიდუალურად, ერთი-ორი ადამიანი, არამედ ის კურსი იყო, რასაც ატარებდა და ატარებს ივანიშვილი.

ტექნიკურად შეუძლებელია, ერთი ადამიანი დავადანაშაულოთ ყველა იმ დაბრკოლებაში და პრობლემაში, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებობს, არასერიოზულია, კონკრეტული ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ საქართველოს და გერმანიას შორის დაძაბულობა. საქართველოს და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა რომ შეჩერდა, ეს ხომ კომპლექსური პროცესია, მთელ დასავლეთთან ერთდროულად მოხდა ურთიერთობების გაფუჭება და დაბალ ნიშნულზე გაყინვა, ეს ხომ შეუძლებელია ერთი ან ორი ადამიანის დამსახურება იყო, ეს არის ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურება“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს