ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ქართული ოცნების“' ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს

გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ქართული ოცნების“' ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

,,ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში…

,,ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სოციალურ ქსელში აფასებს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში უწყვეტი მშვიდობა დამკვიდრდა, განმტკიცდა სუვერენიტეტი და ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლებამ შეძლო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, ქვეყანას ისტორიული მაქსიმუმი დაეფიქსირებინა.

,,საქართველოს ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, ჩვენმა სამშობლომ არაერთი ქარტეხილი გამოიარა.

პირველი რესპუბლიკის გამოცხადებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, დაბრკოლებები არ შემცირებულა. იყო ომები, შიდა დაპირისპირებები და სახელმწიფოებრივი სტაგნაციის ეტაპები.

2012 წლის პირველ ოქტომბერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპოვებული გამარჯვებით კი, საქართველოში უწყვეტი მშვიდობა დამკვიდრდა და რეალურად განმტკიცდა სუვერენიტეტი. ამ ფონზე, ბოლო წლებში გარე წნეხმა იმატა, თუმცა ეს მცდელობები ყოველ ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა.

სწორედ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს. ის უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანასა და ევროკავშირისა და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს.

იმავე ინდექსის პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაშიც, საქართველომ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო.

პრაგმატული და გააზრებული მშვიდობის პოლიტიკის შედეგია საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, საერთაშორისო ინდექსებში მისი დაწინაურება.

დღეს, კიდევ უფრო ნათელი ხდება ის, თუ რას გადაურჩა ჩვენი სამშობლო 2022 წლის შემდეგ და ისიც, რომ ეს რისკები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და არსად წასულა“, - წერს ჩაკვეტაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს