ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბან…

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, ფინანსურ სექტორში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ნათია თურნავამ თურქეთის ელჩს საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარება, მაკროეკონომიკური გარემო და საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და საფინანსო სექტორის მდგრადობის მნიშვნელობაზე.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორში წარმატებით ოპერირებენ თურქული ბანკები, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის აქტიურ თანამშრომლობაზე, რაც გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას ემსახურება. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი პოტენციური პროექტები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს