ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ნილ პურიკი – ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, საქართველოს ეკონომიკური წარმატების, ცენტრალური აზიისთვის მზარდი მნიშვნელობის ისტორია ბევრად ფართოდ გაჟღერდეს, ეს მართლაც გამორჩეული ისტორიაა

ნილ პურიკი – ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, საქართველოს ეკონომიკური წარმატების, ცენტრალური აზიისთვის მზარდი მნიშვნელობის ისტორია ბევრად ფართოდ გაჟღერდეს, ეს მართლაც გამორჩეული ისტორიაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, საქართველოს ეკონომიკური წარმატების ისტორია, ასევე, ცენტრალური აზიისთვის საქართველოს მზარდი მნიშვნელობის ისტორია ბევრად ფართოდ გაჟღერდეს, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის —…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, საქართველოს ეკონომიკური წარმატების ისტორია, ასევე, ცენტრალური აზიისთვის საქართველოს მზარდი მნიშვნელობის ისტორია ბევრად ფართოდ გაჟღერდეს, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის —…

ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, საქართველოს ეკონომიკური წარმატების ისტორია, ასევე, ცენტრალური აზიისთვის საქართველოს მზარდი მნიშვნელობის ისტორია ბევრად ფართოდ გაჟღერდეს, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სინგაპურსა და აზიის სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ Global Foundries-ის თავმჯდომარის მოადგილემ ნილ პურიკმა განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი მსგავსებაა სინგაპურის განვითარების გზასა და იმ პროცესს შორის, რომელსაც საქართველო დღეს გადის.

„ჩემი აზრით, ის, რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა, ისევე როგორც ეკონომიკის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ, შესანიშნავად წარმოაჩენს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში მიაღწია. ჩემი შეხედულებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბევრმა ადამიანმა არ იცის იმ წარმატებული განვითარების შესახებ, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც გავაკეთებდი, არის, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატების ისტორია, ადამიანური კაპიტალის განვითარების წარმატების ისტორია, ასევე, ცენტრალური აზიისთვის საქართველოს მზარდი მნიშვნელობის ისტორია ბევრად უფრო ფართოდ გაჟღერდეს, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სინგაპურსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ეს მართლაც გამორჩეული ისტორიაა. როგორც საუბრის დროსაც აღვნიშნე, უამრავ მსგავსებას ვხედავ ბოლო 50 წლის განმავლობაში სინგაპურის განვითარების გზასა და იმ პროცესს შორის, რომელსაც საქართველო დღეს გადის. ჩემი აზრით, ეს არის მცირე ქვეყნები, რომლებიც გაცილებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ვიდრე მათი ზომიდან შეიძლება, ვივარაუდოთ. ამიტომ ვფიქრობ, ნიჭისა და ადამიანური რესურსების განვითარების, ასევე, ორ იურისდიქციას შორის კულტურათაშორისი თანამშრომლობისა და ურთიერთგადამზადების (cross-training) მიმართულებით არსებული პოტენციალი მართლაც გამორჩეულია“, – აღნიშნა ნილ პურიკმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს