ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კობახიძე სინგაპურში ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე სინგაპურში ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სინგაპურში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სინგაპურში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაც…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სინგაპურში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე და ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.

„პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ მეგობრულ ბიზნესგარემოს, ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, პროგნოზირებად საკანონმდებლო ჩარჩოს და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ხელსაყრელი პირობებია გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის.

ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე, ხაზი გაუსვა ფინანსური სექტორის განვითარების ტემპს და აღნიშნა, რომ ეს ყოველივე კარგ საფუძველს ქმნის ქვეყანაში ახალი ფინანსური სერვისების დანერგვისა და საქართველოსა და სინგაპურის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მთავრობის მეთაურმა სინგაპურის ბიზნესის წარმომადგენელთა კითხვებსაც უპასუხა. შეხვედრაში სინგაპურის 30-მდე მსხვილი ფუნტექ კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს