ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სიძულვილის ენის მხარეს მდგომი ადამიანები იქნებიან ესენი ე.წ. პოლიტიკოსები, თუ ე.წ. მედიის ე.წ. წარმომადგენლები, თავიანთი ნაბიჯებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სიძულვილის ენის მხარეს მდგომი ადამიანები იქნებიან ესენი ე.წ. პოლიტიკოსები, თუ ე.წ. მედიის ე.წ. წარმომადგენლები, თავიანთი ნაბიჯებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა…

სიძულვილის ენის მხარეს მდგომი ადამიანები იქნებიან ესენი ე.წ. პოლიტიკოსები, თუ ე.წ. მედიის ე.წ. წარმომადგენლები, თავიანთი ნაბიჯებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ ვახო სანაიას დაკავებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას.

„სულ ბოლო პრაქტიკა, სლოვენიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ზუსტად ასეთი იყო, რომ როდესაც არაერთხელ, არაერთი სახდელის გამოყენების მიუხედავად, როდესაც სიძულვილის ენით არის წარმოდგენილი კონკრეტული ადამიანი, აყენებს სხვას შეურაცხყოფას, ლახავს სხვის ღირსებას, არა თუ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სრულად შესაბამისობაშია ევროპულ პრაქტიკასა და კონვენციასთან.

მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს