ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება - ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება - ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება - ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება - ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთ…

მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება - ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ოპტიმალური მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

„ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი არის ძალია ფართო. ეს ინტერესი გამოხატული აქვთ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს, სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ევროპულ სუბიექტებს, ძირითადად კერძო კომპანიებია ამ შემთხვევაში, ვინც ინტერესს გამოხატავს. არის ძალიან ფართო ინტერესი. ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ, ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ამ პორტის ამოქმედება. პორტის ფუნქციონირებისთვის მთავარია ტვირთების მოზიდვა. ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, მასთან დავამყარებთ შესაბამის ურთიერთობებს.

მიხარია, რომ განახლებული ენერგიით დაიწყო მუშაობა ანაკლიის პორტის განვითარებაზე. ძალიან სწრაფი ტემპით განახლდა მუშაობა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა, რაც დაკავშირებული იყო ხელშეკრულებების გადახედვასთან. 200 მილიონის ღირებულების იყო ხელშეკრულება და 50 მილიონი დოლარით შემცირდა იმ მოლაპარაკებების საფუძველზე, რომელიც აწარმოა ეკონომიკის მინისტრმა და ეკონომიკის სამინისტრომ, შესაბამის კომპანიასთან. იყო სივრცე ხარჯების შემცირებისთვის და ჩვენს მაქსიმალურად დავზოგეთ საბიუჯეტო თანხები. რაც შეეხება ახალ მოდელს, ახალი მოდელი არის ოპტიმალური, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ინტერესების დაცვა, პორტი იქნება მთლიანად ქართული და ასევე, ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალი სუბიექტი ჩავრთოთ, მის ფუნქციონირებაში. შესაბამისი დაინტერესებული მხარეები, სახელმწიფოები და კომპანიები. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა. ეს არის ოპტიმალური მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ “, - განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს