ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

დავით ჩიხელიძე: ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ უნდა შეფასდეს როგორც რიგითი აგრესია, ეს იყო პასუხი იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია, ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ჩვენს ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე

დავით ჩიხელიძე: ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ უნდა შეფასდეს როგორც რიგითი აგრესია, ეს იყო პასუხი იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია, ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ჩვენს ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის და…

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვის აუცილებლობის წინაშე დგას.

მისი შეფასებით, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ უნდა შეფასდეს, როგორც „რიგითი ყოფითი აგრესია“, არამედ, პასუხია იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია, ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ქართულ ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცალსახად აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება დადგა ზღვარზე, სადაც აუცილებელი ხდება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის აქტიური დაცვა. ონისეზე თავდასხმა, არ უნდა შეფასდეს, როგორც რიგითი ყოფითი აგრესია, ეს იყო პასუხი იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ჩვენს ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე.

ის, ვინც დღეს მსხვერპლის როლში ცდილობს თავის წარმოჩენას, ნამდვილად არ არის კრავი. მისი ე.წ. „იუმორი“ წლებია სავსეა როგორც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, ისე დედა ეკლესიის, ისტორიული პიროვნებებისა და ნოდარ დუმბაძის შემოქმედების შეურაცხყოფით. შესაბამისად, ასეთ სითავხედეზე პასუხის გაცემა მიჩნეულ უნდა იქნას არა ძალადობად, არამედ საკუთარი იდენტობისა და ღირსების დაცვად. რა თქმა უნდა, ზოგადად, ძალადობა მიუღებელია, თუმცა არსებობს ზღვარი, სადაც ეროვნული ღირსების, მიწისა და კულტურის შებღალვას თავდაცვითი რეაქცია მოჰყვება. არ უნდა გაბედონ იმ ბიჭის დაჭერა, რომელმაც ეროვნული ღირსება დაიცვა. გავაერთიანოთ ძალები მის გასათავისუფლებლად!“, - წერს ჩიხელიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს