ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზ…

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის დინამიკა ელჩის დიპლომატიური მისიის პერიოდში, მათ შორის, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევაც.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო იმ პრაქტიკულ შედეგებსაც, რომლებიც პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას მოჰყვა – ორმხრივი უვიზო რეჟიმის ამოქმედება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და გაფართოება, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში კავშირების გაძლიერება, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება და უმაღლესი განათლების დიპლომების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება.

„განიხილეს საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგიც, მათ შორის, საუბარი შეეხო სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს შორის კავშირების გაძლიერებასა და ტექნოლოგიურ სექტორში სამომავლო თანამშრომლობას. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ჭოუ ციენს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს