ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ალექსანდრე კარტოზია: დღეს შედგა სიგელების გადაცემა. ლოდინმა დიდხანს გასტანა, თითქმის 9 თვე გავიდა. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადავეცი პროტოკოლის ხელმძღვანელს იმ სიგელების ასლები, რომლებიც დღეს პრეზიდენტს გადავეცი

ალექსანდრე კარტოზია: დღეს შედგა სიგელების გადაცემა. ლოდინმა დიდხანს გასტანა, თითქმის 9 თვე გავიდა. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადავეცი პროტოკოლის ხელმძღვანელს იმ სიგელების ასლები, რომლებიც დღეს პრეზიდენტს გადავეცი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები დღეს გადასცა, შესაბამისად, კარტოზია 9-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება. რ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები დღეს გადასცა, შესაბამისად, კარტოზია 9-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება. რ…

გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები დღეს გადასცა, შესაბამისად, კარტოზია 9-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება.

როგორც კარტოზიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა, გერმანიის პრეზიდენტთან კარგი საუბარი შედგა.

„დღეს შედგა სიგელების გადაცემა. ლოდინმა დიდხანს გასტანა, თითქმის 9 თვე გავიდა. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადავეცი პროტოკოლის ხელმძღვანელს იმ სიგელების ასლები, რომლებიც დღეს პრეზიდენტს გადავეცი. ვესაუბრე პრეზიდენტს. არაერთხელ შევხვედრივარ და რამდენჯერმე იყო კიდეც საქართველოში. ვუთხარი, რომ 9 თვე ლოდინი შეიძლება ღირდა კიდეც იმათ, რომ გერმანიის პრეზიდენტის ამ ახალ ადგილსამყოფელში პირველი ელჩი ვყოფილიყავი, რომლის აკრედიტაციაც მოხდა. მოგეხსენებათ, გერმანიის პრეზიდენტი გადავიდა სხვა სასახლეში გადავიდა, ვილა ბორსიკში და იქ გაიმართა დღეს სიგელების გადაცემა, ანუ ელჩების აკრედიტაცია. კარგი საუბარი იყო და ისეთი შთაბეჭდილებაა და სურვილი რაც მთავარია, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო გამტკიცდეს, გახდეს ისეთი, როგორიც ეკადრება ჩვენს ისტორიულ ურთიერთობას. ყველასთვის ცნობილია, რომ ევროპაში ყველაზე უფრო მეგობრული საქართველოსადმი და ასევე გერმანიისათვის ყველაზე მეგობრული ქვეყანა კავკასიაში და აღმოსავლეთში საქართველო იყო და ეს არის ჩვენი ურთიერთობის ისტორია. სურვილი ნამდვილად არის, რომ აღორძინდეს და გამოცოცხლდეს ურთიერთობები. იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება“, - აღნიშნა კარტოზიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს