ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ალექსანდრე კარტოზია: გერმანიის ახალი ელჩი ჩამოდის მოკლე ხანში საქართველოში. ცნობილია გენშერის გამონათქვამი: „ელჩი არის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ადგილსამყოფელი ქვეყნის ადვოკატი საკუთარ ქვეყანაში“. თუ ამ პრინციპით ვიმოქმედებთ ორივე მხარე ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის გაუმჯობესდება

ალექსანდრე კარტოზია: გერმანიის ახალი ელჩი ჩამოდის მოკლე ხანში საქართველოში. ცნობილია გენშერის გამონათქვამი: „ელჩი არის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ადგილსამყოფელი ქვეყნის ადვოკატი საკუთარ ქვეყანაში“. თუ ამ პრინციპით ვიმოქმედებთ ორივე მხარე ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის გაუმჯობესდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მოგეხსენებათ გერმანიის ახალი ელჩი ჩამოდის მოკლე ხანში საქართველოში. მე მას არ ვიცნობ მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისიც ისე იქნება მოწადინებული საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს და იმ ვითარებას დაუბრუნდეს, რ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მოგეხსენებათ გერმანიის ახალი ელჩი ჩამოდის მოკლე ხანში საქართველოში. მე მას არ ვიცნობ მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისიც ისე იქნება მოწადინებული საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს და იმ ვითარებას დაუბრუნდეს, რ…

მოგეხსენებათ გერმანიის ახალი ელჩი ჩამოდის მოკლე ხანში საქართველოში. მე მას არ ვიცნობ მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისიც ისე იქნება მოწადინებული საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს და იმ ვითარებას დაუბრუნდეს, რომელიც ჩვენ ისტორიულად გვახასიათებს, როგორც მე, ჩემი მხრიდან ვიქნები ამისთვის მზად, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ გერმანია იქნება ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ცნობილია გენშერის გამონათქვამი, რომელიც ყველაზე კარგად განსაზღვრავს ელჩის ფუნქციას: „ელჩი არის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ადგილსამყოფელი ქვეყნის ადვოკატი საკუთარ ქვეყანაში“. აი, თუ ამ პრინციპით ვიმოქმედებთ ორივე მხარე, ორივე ელჩი მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მოლოდინიც გარკვეულწილად, რომ ასეთი იქნება სწორედ გერმანიის ელჩი საქართველოში. ვფიქრობ, რომ ამ საფუძველზე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ცხადია საქართველოს ინტერესია ევროპული ოჯახის წევრობა, ეს დღევანდელ საუბარშიც დავადასტურეთ. ამ მხრივ გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტია და იმედი მაქვს რომ ამ მიმართულებით სასიკეთო ძვრებს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ალექსანდრე კარტოზიამ.

ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. პარალელურად კი დაახლოებით წლინახევრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ის არასწორი მონაცემები, სადაც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული.

ამ მოვლენებს წინ უსწრებდა პეტერ ფიშერის დიპლომატიური საქმიანობის დასრულება საქართველოში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს