ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

ჯაბა ხუბუა: ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა/ მერაბ მეტრეველმა თავის წილი ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, რაც ბადრის სიკვდილით დასრულდა

ჯაბა ხუბუა: ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა/ მერაბ მეტრეველმა თავის წილი ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, რაც ბადრის სიკვდილით დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტელეკომპანია ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, პატივცემული მერაბი, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა/ მერაბ მეტრეველ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტელეკომპანია ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, პატივცემული მერაბი, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა/ მერაბ მეტრეველ…

ტელეკომპანია ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, პატივცემული მერაბი, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა/ მერაბ მეტრეველმა თავის წილი ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, რაც, საბოლოო ჯამში, ბადრის სიკვდილით დასრულდა, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, სწორედ მერაბ მეტრეველი იყო ის ადამაინი ვინც თავის დროზე ეჭვქვეშ არ დააყენა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდებები.

„ტელეკომპანია ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს.

არადა, პატივცემული მერაბი, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა და ტელეკომპანია ,,იმედსა“ და მის მფლობელ ბადრი პატარკაციშვილს საქვეყნოდ გაემიჯნა.

კერძოდ, მერაბ მეტრეველმა ეჭვშეუვალ ჭეშმარიტებად მიიღო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდებები, მათ შორის, მერაბიშვილის კანტორაში დაჭრილ - დაჩეხილ - დამონტაჟებული ფარული ჩანაწერები და განაცხადა - ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის მეთოდები, რითიც პატარკაციშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვისო!

ასე და ამრიგად, მერაბ მეტრეველმა თავის სამსახურს - ,,იმედს“ - ზურგში დანა ჩაარტყა ყველაზე რთულ დროს, როცა ტელევიზიას ყველაზე მეტად უჭირდა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მერაბ მეტრეველმა თავის წილი ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, რაც, საბოლოო ჯამში, ბადრის სიკვდილით დასრულდა.

და დღეს იგივე მერაბ მეტრეველი მის მიერ ერთხელ უკვე ნამუხთლევ და ზურგში დანაჩარტყმულ ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას ეძახის.

რა ლაპარაკი უნდა, მერაბის ნება რომ იყოს, ,,ტერორისტულ ორგანიზაციას“ წამში დახურავდა და ხმას ჩააკმენდინებდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, მას დღეს უკვე აღარა აქვს იმის საშუალება, კიდევ ერთხელ ჩაარტყას ზურგში დანა ,,იმედს“ და კიდევ ერთხელ დაასხას წყალი სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენთა წისქვილზე.

და კიდევ, როცა ვხედავ და მესმის, როგორ ამაოდ და უსუსურად ერჩიან და ემუქრებიან ,,იმედს" ნაც - ლიბერალ - აკაცუკური კლასტერის წარმომადგენლები, ყურთასმენაში მიცოცხლდება ლეგენდარული ლიტერატურული და კინოგმირის შეძახილი: თქვენ დათა თუთაშხიას რომ ესვრით, ის კაცები არ ხართ, დურუს რომ ესვრით ის კაცები ხართ, წუპაკო მამაძაღლებო, თქვენ!“, - წერს ჯაბა ხუბუა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს