ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

მიხეილ ყაველაშვილი: გერმანიაში საქართველოს ელჩის დამტკიცების თემაც როგორი სირცხვილი იქნება მომავალში, ვინმე ნორმალური თუ მოვა გერმანიის ხელისუფლებაში და იმედი მაქვს გაიაზრებს დღევანდელ სიტუაციას, თუ როგორ იქცეოდა გერმანიის ელჩი საქართველოში

მიხეილ ყაველაშვილი: გერმანიაში საქართველოს ელჩის დამტკიცების თემაც როგორი სირცხვილი იქნება მომავალში, ვინმე ნორმალური თუ მოვა გერმანიის ხელისუფლებაში და იმედი მაქვს გაიაზრებს დღევანდელ სიტუაციას, თუ როგორ იქცეოდა გერმანიის ელჩი საქართველოში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს თემაც როგორი სირცხვილი იქნება მომავალში, ვინმე ნორმალური თუ მოვა [გერმანიის ხელისუფლებაში] და იმედი მაქვს გაიაზრებს დღევანდელ სიტუაციას, თუ როგორ იქცეოდა არსებული ელჩი და ეს დამოკიდებულება ქვეყანასთან [საქართველოსთან]…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს თემაც როგორი სირცხვილი იქნება მომავალში, ვინმე ნორმალური თუ მოვა [გერმანიის ხელისუფლებაში] და იმედი მაქვს გაიაზრებს დღევანდელ სიტუაციას, თუ როგორ იქცეოდა არსებული ელჩი და ეს დამოკიდებულება ქვეყანასთან [საქართველოსთან]…

ეს თემაც როგორი სირცხვილი იქნება მომავალში, ვინმე ნორმალური თუ მოვა [გერმანიის ხელისუფლებაში] და იმედი მაქვს გაიაზრებს დღევანდელ სიტუაციას, თუ როგორ იქცეოდა არსებული ელჩი და ეს დამოკიდებულება ქვეყანასთან [საქართველოსთან] მიმართებაში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გერმანიის ელჩთან პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, რა არის ის ხაზები, რომლის გადაკვეთასაც საქართველოს ხელისუფლება არ მოითმენს და ამის იქით დიალოგი შეუძლებელია.

„დღეს მოხდა ჩვენი ელჩის აღიარება გერმანიაში, ამდენი თვის შემდეგ. ყველა ქვეყანაში არსებობს ამა თუ იმ ქვეყნის საელჩო და ელჩი. მეც მიწევს უამრავი ელჩის მიღება და დადასტურება, რომ ისინი წარმოადგენენ მათ ქვეყნებს. ელემენტარული რეგლამენტის თემაა. ეს თემაც როგორი სირცხვილი იქნება, მომავალში ვინმე ნორმალური თუ მოვა [გერმანიის ხელისუფლებაში] და იმედი მაქვს გაიაზრებს დღევანდელ სიტუაციას, თუ როგორ იქცეოდა არსებული ელჩი და ეს დამოკიდებულება ქვეყანასთან [საქართველოსთან] მიმართებაში სამარცხვინო იყო. ვერავის მივცემთ პრივილეგიას, რომ ვინმე წამყვანი ევროპელი ქვეყნის წარმომადგენელია და დამამცირებელია ვინმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. სამართლიანი დამოკიდებულება გვჭირდება, ჩვენ ასე არ ვყოფთ. თუ ვინმე არასწორად და შეურაცხმყოფლად იქცევა, იმას ვამხელთ. ხომ დავინახეთ, რომ გვიან, მაგრამ ეს პროცესი შეიცვალა. ასეთივე იმედით ვუყურებთ ამ პროცესს [ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებას], რომ შეიცვლება. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს გავაგრძელოთ დიალოგი“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

ალექსანდრე კარტოზიამ დღეს გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს