ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

შალვა პაპუაშვილი მაკრონის განცხადებაზე: ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს იმას მოიმკი. როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი-მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან

შალვა პაპუაშვილი მაკრონის განცხადებაზე: ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს იმას მოიმკი. როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი-მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს იმას მოიმკი, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კითხვას, საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, თუ რას ფიქრობს ემანუელ მაკრონის წ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს იმას მოიმკი, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კითხვას, საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, თუ რას ფიქრობს ემანუელ მაკრონის წ…

ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს იმას მოიმკი, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კითხვას, საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, თუ რას ფიქრობს ემანუელ მაკრონის წუხილზე, რომ სხვა ქვეყანა მის კანონებსა თუ რეგულაციებს იწუნებს.

პაპუაშვილის თქმით, თავად მოარღვიეს ეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს.

„ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს იმას მოიმკი. როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი და საფრანგეთი ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, როდესაც თავს უფლებას აძლევს საქართველოს კანონმდებლობის დეტალები გვიკრიტიკოს, რა თქმა უნდა, უნდა იყო მზად იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან. ასე რომ, ახლა თუ ამ დამოკიდებულებას საკუთარ თავზე გრძნობენ, დააბრალონ მხოლოდ საკუთარ თავს.

ესეც არის ნაწილი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევისა, როდესაც ყველა ყველას საქმეში ერევა. ვეღარ განასხვავებ საქართველოში ვინ ელჩია, ვინ ოპოზიციონერია. ვინ ვის ეკითხება, ვის არ ეკითხება, ყველას რატომღაც ჰქონია, რომ საქართველოს კანონმდებლობის საკითხი თუ სხვადასხვა სახელმწიფო გადაწყვეტილების საკითხში, ყველას სიტყვა ეთქმის, ელჩის მოადგილის მძღოლსაც კი სიტყვა ეთქმის და არ ეთქმის საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც ხალხისგან აქვს ეს მანდატი. ასე, რომ თავად მოარღვიეს ეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს და პატივი არ სცეს საქართველოს სუვერენიტეტს. მიიღეს უპატივცემულობა საკუთარი სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის ის გაკვეთილი, რომელზეც იმედია რამეს ისწავლიან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, მაკრონმა აღნიშნა, რომ აშშ არ აშშ არ წყვეტს, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონმდებლობა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს