ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ბექა ჩხაიძე: ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის თუ ჩვენი მეფეების ლანძღვა - ეს დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდაა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი. ყველა ვუდგავართ გვერდში ნიკო ხურცილავას, ის არ უნდა იქნას დაჭერილი, რასაც თითოეული ჩვენგანი გავაკეთებდით, იგივე გააკეთა

ბექა ჩხაიძე: ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის თუ ჩვენი მეფეების ლანძღვა - ეს დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდაა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი. ყველა ვუდგავართ გვერდში ნიკო ხურცილავას, ის არ უნდა იქნას დაჭერილი, რასაც თითოეული ჩვენგანი გავაკეთებდით, იგივე გააკეთა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რაც შეეხება გუშინწინდელ ამბავს და ამ პროპაგანდას, რაც დაფინანსებულია და რასაც ასრულებენ ეს ფარჩაკები - ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის შეგინება იქნება, ჩვენი მეფეების ლანძღვა იქნება - ეს არის ყველაფერი დაფინანსე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რაც შეეხება გუშინწინდელ ამბავს და ამ პროპაგანდას, რაც დაფინანსებულია და რასაც ასრულებენ ეს ფარჩაკები - ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის შეგინება იქნება, ჩვენი მეფეების ლანძღვა იქნება - ეს არის ყველაფერი დაფინანსე…

რაც შეეხება გუშინწინდელ ამბავს და ამ პროპაგანდას, რაც დაფინანსებულია და რასაც ასრულებენ ეს ფარჩაკები - ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის შეგინება იქნება, ჩვენი მეფეების ლანძღვა იქნება - ეს არის ყველაფერი დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი, საუბედუროდ, ის 10 პროცენტი მოღალატეები, დაფინანსებით ამას აკეთებენ, მაგრამ ამას არანაირი მომავალი არ აქვს და არ ესმის ამ ხალხს. მათ ურჩევნიათ, ის დაფინანსებები მიიღონ, მერე ვიღაცა თავზე ხელს წამოარტყამს და მიშველეს კივიან, - განაცხადა მომღერალმა ბექა ჩხაიძემ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ჩხაიძე აცხადებს, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ნიკო ხურცილავა, არ უნდა იყოს დაჭერილი და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ვინაიდან, გააკეთა ის, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გააკეთებდა. ის მიმართავს საზოგადოებას, რომ გვერდში დაუდგნენ ხურცილავას და მხარდაჭერა გამოუცხადონ მას, ვინაიდან, საკითხი დგას ამგვარად: სამშობლოს ფეხქვეშ გათელვას თავჩახრილი მოუსმენს თუ არა საზოგადოება.

„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ანგელოზი ბიჭის ოჯახს მთელი გულისტკივილით. ენით აღუწერელი ტრაგედია მოხდა და უფალმა დაუმკვიდროს სამარადისო ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ იმ ანგელოზ ბიჭს.

რაც შეეხება ნიკო ხურცილავას, აუცილებლად გამოვუცხადოთ ამ ბიჭს გვერდში დგომა, ყველა ვუდგავართ გვერდში ნიკო ხურცილავას და ეს ბიჭი არ უნდა იქნას დაჭერილი. კიდევ ბევრი ნიკო ხურცილავა ჩვენს ქვეყანას, რასაც თითოეული ჩვენგანი გავაკეთებდით, იგივე გააკეთა ამ ბიჭმა: შეხვდა იმ არაკაცს, იმ ფარჩაკს და წამოარტყა შიშველი ხელებით ქართულად, კაცურად და კიოდა [ოქრიაშვილი] ისე, რომ ქალისგან ფილმებში არ მინახავს ეგეთი კივილი.

აუცილებლად დავუდგეთ ამ ბიჭს გვერდში და დარწმუნებული ვარ, ის არ დაისჯება - საკითხი დგას ასე: კანონი და დასჯა, თუ შენი სამშობლოს ფეხქვეშ გათელვის მოსმენა და თავის ჩახრა. რა თქმა უნდა, არავინ შევეგუებით ჩვენი იდენტობის, ღირებულებების შეურაცხყოფას. რასაც ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ, ზუსტად ისე იმოქმედა ამ ბიჭმა. დარწმუნებული ვარ, ის გათავისუფლდება, მაგრამ ჩვენი გაერთიანება კიდევ ბევრ რამეს ნიშნავს და გთხოვთ, ეს ვიდეო გააზიაროთ, ვინც მეთანხმებით, რომ ეს ბიჭი არ უნდა იყოს საპატიმროში.

იმ არარაობებს კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, ამ სიბინძურეს შეეშვან, არავინ შეგარჩენთ თქვენ ჩვენი იდენტობის, ღირებულებების და ჩვენი სამშობლოს ღალატს ფულის ნაცვლად. გამხნევება ნიკო ხურცილავას და გვერდში დგომა დავანახოთ ყველამ, ვინც ვეთანხმებით და ვუდგავართ გვერდში. წარმატებები ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენგანს“, - აცხადებს ბექა ჩხაიძე ვიდეო მიმართვაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს